in

პრინცი ჩარლზი გამოუშვებს სუნამოს, რომელსაც მისი ბაღის სურნელი ექნება

ლონდონში დაფუძნებული პარფიუმერული კომპანია Penhaligon’s, რომელიც 1870 წელს დაარსდა, დიდი ხანია, სამეფო ოჯახის ნაწილად განიხილება. ამჟამად ბრენდი პრინც ჩარლზთან თანამშრომლობს, რათა Highgrove Gardens-ის შთაგონებით შექმნას სუნამო — ეს ის ადგილია, სადაც სამეფო ოჯახი წევრები ყველაზე მეტ დროს ატარებენ ცნობისმოყვარე თვალებისგან მოშორებით.

BOG
BOG

„აყვავებული, ამაღელვებელი და ყვავილოვანი“ სუნამო, სახელწოდებით Highgrove Bouquet $180-ად გაიყიდება. როგორც მომხმარებლებს ჰპირდებიან, ის გერანიუმის, ლავანდისა და ცაცხვის არომატს დატოვებს კანზე.

ამასთან, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბრენდის რეგულარულ შეფუთვაში გამოყენებული ყველა პლასტმასა 100%-ით გადამუშავებული და გადამუშავებადი ქაღალდით, ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ლერწმის ქაფით და ორგანული მელნით შეიცვალა.

ექსკლუზიური სუნამოს გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი გადაირიცხება The Prince’s Foundation-ში, ხოლო 10% მოხმარდება ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, როგორიცაა ტრადიციული ხელნაკეთობები, მებაღეობა, მდგრადი საკვები და სოფლის მეურნეობა.

10 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც თქვენი ვებგვერდი უნდა აკმაყოფილებდეს!

M&M’s-ის ტკბილეულზე NFT მაიმუნები დაახატეს