ტენესის შტატში (ქალაქი პიჯენ-ფორჯი), თემატურ პარკში National Enquirer Live უცნაური ატრაქციონი იხსნება. უცნაურთან ერთად, როგორც სოციალურ ქსელში ამბობენ, შემზარავიც კია – ის პრინცესა დიანას ავტოკატასტროფის თემაზე შეიქმნა.

როგორც უცხოური მედია წერს, პარკის სტუმრები 1997 წელს მომხდარი ავტოავარიის 3D რეპორტაჟს ნახვენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტორებს ხმის მიცემის შესაძლებლობაც ექნებათ – მთავარი შეკითხვა ასეთია: თვლით, თუ არა, რომ სამეფო ოჯახს რაიმე კავშირი ჰქონდა ამ ტრაგედიასთან.
გასართობი ცენტრის იმპრესარიოს რობინ ტერნერის თქმით, ატრაქციონი მაისის ბოლოს გაიხსნება. 3D ფორმატის კონსტრუქცია ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმაურად მიახლოებული ყოფილიყო პრინცესა დიანას ავტოავარიასთან, მის ავტომობილთან, გარშემო გზაც კი ანალოგიურადაა გაკეთებული.
ტერნერის თქმით, კონსტრუქცია პროფესიონალურადაა დამუშავებული, არანაირი სისხლი არ იქნება და გამოსახულების თითოეულ დეტალს მხოლოდ პოზიტიურად წარმოაჩენენ.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და ბუნებრივია, მომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა.















