in

ლონდონში გამოფენილია პრინცესა დიანას იშვიათი პორტრეტი

ლონდონის ხელოვნების გამოფენაზე წარმოდგენილია ყველასთვის ცნობილი პრინცესა დიანას იაშვიათი პორტრეტი, სადაც ის ძალიან ჩაფიქრებული სახითაა წარმოდგენილი. მისი ავტორი მხატვარი ნელსონ შენქსია და ის გასულ წელს აუქციონზე გაიყიდა აშშ-ში. 

ნახატი ზეთის საღებავებითაა შესრულებული. პრინცესას უჩანს მწვანე კაბის ფრაგმენტი, რომელიც მხატვრისთვის ერთგვარ მუზად იქცა. მხატვრის აზრით, ის გამოხატავდა პრინცესას პიროვნებასა და ხასიათს. 

ნახატი შეკვეთით დამზადდა. ის კენსინგტონის სასახლის მიერ იქნა შეკვეთილი და დასრულდა პრინცესას უდროოდ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1997 წელს. მის შესრულებას 30 სესია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი დიანასთვის ცხოვრების რთულ ეტაპს წარმოადგენდა, ამიტომ დიანა ამ ნახატის შექმნის პროცესს თავშესაფარსაც კი უწოდებდა. ამბობენ, რომ სწორედ ეს სევდაა გამოხატული პორტრეტზეც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორაა პრინცესა წასული ღრმა ფიქრებში. 

ამ ნახატით პრინცესა დიანა უერთდება სხვა ცნობილი ადამიანების რიგებს, რომლებიც იმავე მხატვარმა დახატა. მათ შორის არიან რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი და ლუჩიანო პავაროტი. 

თუ სამსახურის გასაუბრების შემდეგ პასუხი არ ისმის…

YouTube-ის ახალი ფუნქციები სპამერებთან საბრძოლველად