29
Dec
2017

„საშობაო ჩაი“ ბავშვობაში დასაბრუნებლად! „პრინცი გურიელის“ ახალი გემო და საახალწლო შეფუთვა

29 Dec 2017

ჩაის ქართულმა ბრენდმა „გურიელმა“, „პრინცი გურიელის“ ხაზში შექმნა ლიმიტირებული „საშობაო ჩაის“ პირველი სერია და იზრუნა, რომ ახალი პროდუქტი განსხვავებუი ყოფილიყო როგორც გემოთი, ისე დიზაინით. „საშობაო ჩაის“ ბრენდინგზე ტრადიციულად, მარკეტინგულმა სააგენტო Ogilvy & Mother-მა, „გურიელის“ მეგობარმა და პარტნიორმა იმუშავა. „პრინცი გურიელის“ „საშობაო ჩაი“ ყოველ წელს გამოვა და მას ექნება  უნიკალური დიზაინი, რომელიც არ გამეორდება. დღეისათვის, „გურიელი“ აერთიანებს რამდენიმე ხაზს: პრინცი გურიელი, გურიელი კლასიკური, გურიელი ხილის ჩაი, გურიელი მცენარეული. როგორ შეიქმნა „პრინცი გურიელის“ საშობაო ჩაი“, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერი „გეოპლანტის“ გენერალურ დირექტორს, მიხეილ ჭკუასელს ესაუბრა:

M: როგორ შეიქმნა „პრინცი გურიელის“ საშობაო ჩაი და რა საჭიროება იყო ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე? რა გემოვნური თვისებებით გამოირჩევა ახალი ჩაი?
საშობაო ჩაის შექმნის იდეა გურიელის დაბადებიდან ძალიან მალე გაჩნდა. გვინდოდა შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებისათვის ჩაიც მოთხოვნადი ყოფილიყო – გამორჩეული, განსაკუთრებული. ხილის ჩაის შექმნის შემდეგ სურვილი კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა და დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო, პირველები ვყოფილიყავით და შეგვექმნა ბრენდირებული, მთლიანად გამშრალი ხილის კუპაჟით შექმნილი ქართული ხილის ჩაი.

ჩაის პროდუქტის შექმნის დროს ყველაზე მთავარი – გემო, არომატი, ნაყენის ფერი, სხეულიანობა, სიახლეა. ჩაის კუპაჟირება, ანუ სხვადასხვა ინგრედიენტის, სხვადასხვა პროდუქტის ჰარმონიული, დაბალანსებული შეზავებაა. პრინცი გურიელის საშობაო ჩაის რეცეპტი, ისევე როგორც ჩვენი ჩაის ყველა რეცეპტი გოჩა ძნელაძის შექმნილია.M: რა იყო თქვენი მიზანი „საშობაო ჩაის“ ბრენდინგზე მუშაობისას?
„საშობაო
ჩაის“ შექმნისას მთავარი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ბრენდის იდენტობა და თან ის სრულიად ახალი და მოულოდნელი სახით წარმოგვედგინა. ჩვენი ამოცანა იყო, თბილი, ბავშვური არდადეგების ატმოსფერო შეგვექმნა, რათა მოზარდებისთვის დაგვებრუნებინა ის შეგრძნებები, რაც მათთვის საშობაო სასწაულის მოლოდინთან იქნებოდა დაკავშირებული.

„პრინცი გურიელის“ საშობაო ჩაის ხილის ნარევსა და შეფუთვას ერთნაირი ფერის კოდი აქვთ. ვიფიქრეთ, რომ ახალი შეფუთვა აუცილებლად სადღესასწაულო უნდა ყოფილიყო და ფერებიც, შესაბამისად, საზეიმო. მთები, ნაძვის ხეები, თოვლი, თოვლის ბაბუა, ჩვენი ლოგო – ყველაფერი ერთად უნდა ყოფილიყო შერწყმული. ქართული წარმოშობის ხაზგასასმელად კი ნაციონალური ორნამენტები გამოვიყენეთ. საკუთრივ ლოგო კიდევ უფრო სადღესასწაულო – ოქროსფერი გახდა. M: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რა ფუნქცია აქვს „საშობაო ჩაის“?
ყოველ წელს, საშობაო ჩაი იქნება საქველმოქმედო. თავიდან სხვადასხვა იდეა გვქონდა, თუმცა ბორჯომის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გვიბიძგა, სხვა მიმართულებით წავსულიყავით და შედეგად, „პრინცი გურიელის“„საშობაო ჩაის“ თითოეული ქილიდან ერთი ლარი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

განხილვა