in

როგორ შეიქმნა Pringles-ის ხრაშუნა სნექი

ცილინდრის ფორმის მუყაოს ყუთში ერთ სვეტად საგულდაგულოდ ჩალაგებულ მსუყე კრისპზე რა აზრის ხართ? დიახ, ეს Pringles-ია და თუკი გემრიელი ყავის გარდა, სნექების მოყვარულიც ხართ, შეუძლებელია, ამ სტატიის კითხვისას თქვენი ფავორიტი არომატი არ გაგხსენებოდათ.

დღეს, მაღაზიებში, სნექების მრავალფეროვან ნაირსახეობას წააწყდებით, თუმცა Pringles-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დახლებზეც და მომხმარებლების გულებშიც. დღეს, კარტოფილის ჩიფსი არავის უკვირს, თუმცა რა ხდებოდა მაშინ, როდესაც ბაზარზე ბრენდირებული ჩიფსები არ არსებობდა? 1939 წელს, კარტოფილის ხრაშუნა ფირფიტები განსაკუთრებულად სასურველ პროდუქტად სულაც არ მიიჩნეოდა, მომხმარებლები პროდუქტის ცხიმიანობასა და ნამცეცების სიმრავლეზე ხშირად წუწუნებდნენ, ამიტომ ჩიფსებმა პოპულარობა ვერ მოიპოვა.

მოგვიანებით, 60-იან წლებში, Procter & Gamble პროდუქტის დახვეწას შეუდგა. გადაწყვიტეს შეექმნათ იდეალური ჩიფსი. ამისათვის, ქიმიკოსი ფრედერიკ ჯეი ბაური მიიწვიეს. როგორც ჩანს, მას მათემატიკაც კარგად ესმოდა. ფრედერიკმა შეიმუშავა ფორმულა, რათა ჩამოეყალიბებინა ჩიფსის ისეთი ფორმა, რომელიც ადვილად ვერ გატყდებოდა და ცილინდრულ ვაკუუმურ ქილაში უსაფრთხოდ მოთავსდებოდა.

ფორმის საკითხი გადაწყდა, თუმცა პროდუქტს გემო კვლავაც არასასიამოვნო ჰქონდა. ამიტომაც, დაიწყეს მუშაობა რეცეპტის შეცვლაზე, შემადგენლობაში გამოჩნდა გამომშრალი კარტოფილი, ბრინჯი, სიმინდი და შვრია.

სნექს სახელად Pringles Newfangled Potato Chips დაარქვეს. მისი შემოკლებული ვერსია დღემდე შემორჩა ბრენდს. Pringles-ს პოპულარობის მოსაპოვებლად დიდი დრო დასჭირდა. მოგვიანებით, კონკურენტებმა მოითხოვეს Pringles-ის ჩიფსის კატეგორიის ჩამორთმევა, რაკი პროდუქტი მხოლოდ კარტოფილისგან არ მზადდებოდა. მართლაც, ბრენდს პროდუქტისთვის ჩიფსის წოდება აუკრძალეს, თუმცა ბრენდმა ის „კრისპის“ კატეგორიით ჩაანაცვლა. Pringles-ის პოპულარობა 80-იანი წლებიდან დაიწყო და შეიძლება ითქვას, დღემდე წარმატებით გრძელდება.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ასე პოულობენ „სისხლის უანგარო დონორები“ სუპერგმირებს ყოველდღიურად

პირველად Fuckup Nights Tbilisi-ს ისტორიაში: მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას მეტავერსში წარადგენენ