ბევრ ჩვენგანს სჩვევია საკუთარი თავის საყვარელ ან ცნობილ პერსონაჟთან მიმსგავსება. თითქოს, ასე მეტ „ღირებულებას“ ვიძენთ, თან სხვებისთვისაც დადებითი ასოციაციები მოგვაქვს. სწორედ ეს იქცა Pringles-ის უახლესი ვიდეორგოლების იდეად — აქ მსახიობი და პროდიუსერი კრის პრეტი ბრენდის მთავარ პერსონაჟთან მსგავსებას შენიშნავს.
ამ მსგავსების დანახვის შემდეგ აღარ შეუძლია ფაქტისგან თავის დაღწევა… Mr. P ყველგანაა, საკუთარ თავშიც კი. თითქოს, ეს საკულტო ულვაშები ყველას ბუნებრივად ერგება, რაც მომხმარებლების ბრენდთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.
ვიდეორგოლები კამპანია I See Mr. P-ის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სახალისო ფოტოებს აზიარებენ — როგორ პოულობენ ლოგოს სახეს სხვადასხვა ადგილას.