16
Apr
2019

ვინ შეაფასებს პრინტის კატეგორიას Young Lions Georgia 2019-ზე?

16 Apr 2019

ცნობილია, ვინ შეაფასებს პრინტის კატეგორიის ნამუშევრებს კანის ახალგაზრდულ კონკურსზე. Young Lions Georgia 2019-ზე პრინტ კატეგორიაში მონაწილე გუნდებმა დავალება, 12 აპრილს, გახსნით ღონისძიებაზე მიიღეს. ბრიფის მიხედვით, მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ გამოსავალი, რომელიც ადამიანებს უბიძგებდა ნაკლებად მოეხმარათ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები. დავალების შესასრულებლად მონაწილე გუნდებს 24 საათი ჰქონდათ. ნამუშევრებს შეაფასებენ ჟიურის წევრები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კრეატიული სააგენტოებიდან.

ანდრეს ვერგარა – საერთაშორისო კრეატივ დირექტორი, McCann Worldgroup Romania

ევგენი პრიმაშენკო – კრეატივის დირექტორი, Wieden+Kennedy Amsterdam

ჰელენე ვიტეკი – თანადამფუძნებელი და კრეატორი, Hmmm Creative Studio, ესტონეთი,

ანდრის რუბინსი – მმართველი პარტნიორი, DDB Latvia

ანუ ნიემონენი – უფროსი კრეატორი და პარტნიორი, hasan & partners, ფინეთი

ბესო ყაველაშვილი – არტ დირექტორი/ციფრული არტისტი

რომულუს პეტკანი – გუნდის კრეატივის დირექტორი, Publicis Romania

ნიკ კუმბარი – დამფუძნებელი / დიზაინ & არტ დირექტორი, Holy Motors

ორხან კერიმოვი – ბედნიერების დირექტორი, Endorphin, Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში

რუსლან ბერიძე – ილუსტრატორი, გრაფიკოსი დიზაინერი, თანადამფუძნებელი, MORE Studio

კსენია მიხაილოვა – კრეატიული პროდუსერი, Tribe Riga, ლატვია

ალექსანდრე ანტონოვი – კრეატივის დირექტორი, NEXT-DC ლონდონი/ბულგარეთი

კოკა ქამუშაძე – ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი, TBC – თიბისი

კანის ახალგაზრდული კონკურსი (Young Lions) კანის კრეატიული ფესტივალის (Cannes Lions) ნაწილია. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. ფესტივალს 65 წლიანი ისტორია აქვს. საქართველოში კანის ახალგაზრდული კონკურსი მეხუთე წელია, რაც ტარდება. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე მიემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იბრძვიან. უკვე მესამე წელია, საქართველოში კანის ახალგაზრდული კონკურსი ხუთ კატეგორიაში ტარდება: FILM, DIGITAL, PRINT, DESIGN, MARKETER. საქართველოს სახელით პირველი ოქრო ახალგაზრდა მარკეტერებმა (ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა) 2016 წელს მოიპოვეს. ქართული სააგენტოების ანგარიშზეა, ასევე, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომი.

განხილვა