17-25 მაისს, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდა PRINT კონკურსი ოჯახური ძალადობის თემაზე. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ACAG-ის წევრი 13 საკომუნიკაციო სააგენტო: ABK, Windfor’s, Elliot Webber, Gepra, Holmes&Watson, Leavingstone, Marmelads, McCann Tbilisi, Live Branding, Betterfly, Saatchi&Saatchi, W-forte, Branding.ge. მონაწილეებს, ერთი კვირის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც გადმოსცემდა ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის საქმეში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობას, ასევე, მოახდენდა იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზის გამოყენების სტიმულირებას. პოსტერების მიღების შემდეგ, შეჯიბრებაში მონაწილე ცამეტივე სააგენტომ შეაფასა ნამუშევრები, კონკურსის შედეგი კი დღეს გახდა ცნობილი! მონაწილე სააგენტოების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულია ABK, ნამუშევრით – „კუა ადამიანი”, რომელიც გმობს მოქალაქეების ინერტულობას ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ. მეორე ადგილზე გავიდა Holmes&Watson, ხოლო მესამე პოზიცია დაიკავა Windfor’s-მა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ცალკე გამოავლენს საკუთარ რჩეულს და რეალურ კამპანიაში გამოიყენებს ფავორიტ ნამუშევარს. მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ კონკურსში მონაწილე ცამეტივე სააგენტოს ნამუშევარს:











