in ,

Printbox.ge- ონლაინ ბეჭდვის სისტემა საქართველოში

Startauperi
Startauperi

printbox logoსაქართველოში სრულფასოვანი ონლაინ ბეჭდვის სისტემა printbox.ge გამოჩნდა, რომელიც სარეკლამო საწარმო, Print Studio-ს ბაზაზე შეიქმნა. ახალი პროდუქტის შესახებ Marketer-ს Printbox.ge -ის დამფუძნებელი, ირაკლი ჩხეიძე ესაუბრა.

M: გვიამბეთ  printbox.ge -ს შესახებ?

ეს არის საქართველოში პირველი სრულფასოვანი ონლაინ ბეჭდვის სისტემა. აქ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი საბეჭდი მასალა, ზომა, ატვირთოს ფოტო, სურვილის შემთხვევაში დამატებით სხვადასხვა ეფექტი გაუკეთოს ფოტოს და დაბეჭდოს. შეკვეთას კურიერი მიუტანს სახლში.

 

M: როგორ გაჩნდა ეს იდეა? გაქვთ სარეკლამო სააგენტო და მის ბაზაზე შექმენით ონლაინ შეკვეთებიც?

დიახ, ჩვენ გვაქვს სარეკლამო საწარმო Print Studio, მაგრამ ძირითადად იურიდულ პირებზე ვმუშაობთ. Printbox – ი შევქმენით იმისათვის, რომ გავსულიყავით ჩვეულებრივ მომხმარებელზე და ყველა მსურველს ჰქონოდა ჩვენი სერვისის მიღების საშუალება.

printbox

M: ვინ არის იდეის ავტორი და რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?

Printbox-ის იდეა ჩემი იყო. მისი სახელი და ლოგოც მე მოვიფიქრე. პროფესიით მარკეტერი ვარ, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რაც ძალიან დამეხმარა საიტზე საკმაოდ მაღალი ტრაფიკის შექმნაში და Facebook – ის ეფექტურად გამოყენებაში. Printbox-ში დასაქმებულია 5 ადამიანი.

M: რა სირთულეები შეგხვდათ საქმის დაწყებისას?

რადგან ახალი პროდუქტია, მომხმარებლისთვის ცოტა რთული გასაგები იყო შეკვეთის მხარე. ამიტომ საიტზე არსებული “დახმარების” გვერდი მაქსიმალურად დავხვეწეთ და საიტზე არსებული ონლაინ დახმარების საშუალებით ვცდილობდით ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.

pbox1M: სამი თვის წინ შესთავაზეთ მომხმარებელს ონლაინ ბეჭდვა. რამდენად დაინტერესებულია მომხმარებელი ?

ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. დღითდღე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. ჯანსაღი და კარგი გამოხმაურება გვაქვს. ეს ყველაფერი დაიწყო როგორც უბრალო ექსპერიმენტი და უკვე საკმაოდ წარმატებული ბიზნესის სახეს იღებს.

M: როგორ მიაწვდინეთ ხმა მომხმარებლებს?

მათი ოთხმოცი პროცენტი სოციალური ქსელიდან მოვიპოვეთ, დანარჩენი, Google-ის საძიებო სისტემისთვის ოპტიმიზაციით.

M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისით სარგებლობა ? 

ფასები ძალიან მისაღები გვაქვს. შეიძლება ოდნავ ძვირი იყოს, მაგრამ რადგან საიტი მომხმარებელს დროის და გზის ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს, ფასებიც შესაბამისად დაბალანსებულია. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს როგორც ონლაინ, ასევე შეკვეთის დამზადების შემდეგ, ადგილზე.

M: გყავთ თუ არა კონკურენტები ?

ფოტო ბეჭდვის სტუდია საკმაოდ ბევრია საქართველოში, თუმცა ონლაინ ბეჭდვა არავის არ აქვს ასეთი გამართული სახით, როგორც ჩვენ. ჩვენი უპირატესობა, გარდა ონლაინ შეკვეთისა არის ბეჭდვის უმაღლესი ხარისხი, სერვისი და კურიერის მომსახურება.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები გაქვთ?

საიტის უფრო დახვეწას და გაუმჯობესებას ვაპირებთ. დამატებითი ონლაინ სერვისების შეთავაზებას, როგორიცაა ონლაინ კოლაჟის აწყობა, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვითონვე თავისი ფოტოებით ააწყოს კოლაჟი და საბოლოო სახე მისცეს პრინტს. ასევე ვფიქრობთ მაისურებზე და სხვადასხვა ნივთებზე ბეჭდვის მომსახურების შეთავაზებასაც. ყველაფერი მოხდება ონლაინ რეჟიმში, მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.

 

25 ოქტომბერს – თბილისიმარათონი 2015

rkinigza

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა