in

ნახეთ: Prix Pictet 2023-ის გამარჯვებული ფოტოპროექტები

სამყაროსთვის, რომელიც უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, დაწყებული სოციალური უთანასწორობით, დასრულებული გარემოს კრიზისებით, მნიშვნელოვანია ლინზა თავად კაცობრიობისკენ მივმართოთ, — აცხადებს იზაბელ რიბენტროპი, Prix Pictet-ის ხელმძღვანელი. 

BOG
BOG

ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, რომ ამ წლის თემა ადამიანი იყო. როგორც ამბობენ, სცენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ინდივიდებისა და საზოგადოებების ამბებს, ბრძოლებსა თუ გამარჯვებებს ეთმობოდა. ამგვარად, 2023 წლის შორთლისტში 12 ხელოვანი მოხვდა, მათ შორისაა ჰოდა აფშარი, შიან დეივი და ვასანთა იოგანანანთანი, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთი დოკუმენტური ფოტოებით ცნობილნი არიან. 

Hanuman Nath with His Daughter and Hem Nath, on Holi Day, Lunkaransar, 1999-ongoing

რაც შეეხება გამარჯვებულს, ეს გაური გილია, რომელიც თავისი გრძელვადიანი პროექტის იდეას გაგვაცნობს — Notes from the Desert 1999 წლით თარიღდება. პროექტის მიზანი ინდოეთის სოფლის რაჯასტანის სკოლების დოკუმენტირება იყო ერთი თვის მანძილზე. იგი გამუდმებით ბრუნდებოდა აქ, რათა ენახა როგორ იცვლებოდა ადამიანების ცხოვრება ჯანმრთელობის კრიზისის, მწირი რესურსებისა თუ ექსტრემალური ამინდების ფონზე. 

რაჯასტანში მრავალჯერ სტუმრობის დროს კომპლექსურ რეალობას გადავწყდი, რომლის შესახებაც, როგორც ქალაქის მცხოვრებმა, არაფერი ვიცოდი. უდაბნოში ღარიბულად და მიწის გარეშე ცხოვრება ბუნებაზე სრულად მინდობას ნიშნავს. ამ საერთო გამოცდილების ფრაგმენტები ახლა დიდ ფოტოგრაფიულ არქივში შეინახება, რომელსაც Notes from the Desert ჰქვია, ასახავს სხვადასხვა ნარატივსა და ფოტოების შექმნის განსხვავებულ ფორმებს, — განმარტავს გილი.

Urma and Nimli, Lunkaransar, 1999-ongoing

Jogiyon ka Dera, Lunkaransar, 1999-ongoing
Untitled #1 by Hoda Afshar, 2015-2020. Courtesy the artist and Milani Gallery, Brisbane
Alice, 2022 by Hoda Afshar, 2015-2020.
Friends, 2022 by Hoda Afshar, 2015-2020.
Miner by Michał Łuczak, 2017
Untitled by Vasantha Yogananthan, 2022
Abuelo Estrella by Yael Martínez, 2021. Courtesy the artist, Magnum Photos, and Patricia Conde Galería, Mexico City

Prix Pictet 2023-ის გამარჯვებული ფოტოპროექტების სრულად სანახავად ესტუმრეთ ბმულს.

პრობლემები, რომლებიც ორგანიზაციულ ნდობაზე ცუდად მოქმედებს

როგორ მოვხვდეთ საერთაშორისო კომპანიაში – რჩევები Bolt Georgia-ს People მენეჯერისგან