in

როგორ აუმჯობესებს პრობიოტიკების დიდი რაოდენობა საკვების მონელებას

ჩვენ ხშირად გვესმის ტერმინები “პრობიოტიკები”, თუმცა, მათი მნიშვნელობა ბევრმა კარგად არ იცის. ისინი ე.წ სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში ბინადრობენ და მას საჭმლის მონელებასა და ათვისებაში ეხმარებიან. ისინი თავისთავადაც შეიცავენ სასარგებლო ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

მიკრობიომი

სანამ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრობიოტიკები, თქვენს ჯანმრთელობაზე, უნდა იცოდეთ მიკრობიომის შესახებ. ყველა მრავალუჯრედული ორგანიზმი, მათ შორის ყველა ცხოველი და მცენარე, დაფარულია მიკროორგანიზმების დიდი მასით. მიკროორგანიზმები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც მიკრობები, არის ძალიან მცირე (მიკროსკოპული), ცოცხალი ორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და საფუარი. ისინი ცხოვრობენ ჩვენს კანზე, ჩვენი სხეულის სითხეებში და ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დიდი რაოდენობით. იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვიბადებით, შეხება გვაქვს უამრავ მიკროორგანიზმთან; ნებისმიერ მომენტში თქვენზე მეტი ერთუჯრედიანი ორგანიზმია, ვიდრე უჯრედები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს. ჩვენს მიკროორგანიზმების ამ კოლექციას, რომელიც უნიკალურია თითოეული ინდივიდისთვის, მიკრობიომს ვუწოდებთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ამ მიკროორგანიზმებთან სიმბიოზში – ვაძლევთ მათ საცხოვრებელ ადგილს და საკვებს საჭმელად, ისინი კი, თავის მხრივ, დიდ მხარდაჭერას გვთავაზობენ. ისინი აწარმოებენ გარკვეულ ვიტამინებს და მოკლე ჯაჭვის ცხიმოვან მჟავებს. ისინი აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდას, ცვლიან იმუნურ სისტემას და აუმჯობესებენ ჩვენს ჯანმრთელობას. თუმცა, მიკრობები, რომლებიც უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო, ზოგჯერ ჭარბობს ჩვენს მიკრობიომებს. სწორედ აქ გვჭირდება პრობიოტიკები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ხელსაწყოები მიკრობიომის ბალანსის შესაცვლელად და შევქმნათ სისტემა, რომელიც მუშაობს ჩვენზე და არა ჩვენს წინააღმდეგ.

როდესაც მიკრობიომი წონასწორობაში არ არის, პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს. ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ანტიბიოტიკი მავნე ბაქტერიების აღმოსაფხვრელად. როდესაც პრობლემა გრძელდება, პრობიოტიკები ხელს უწყობენ ბალანსის აღდგენას მიკრობიომში.

პრობიოტიკები

ბევრი ადამიანი იყენებს ტერმინს “პრობიოტიკი” რაიმე სასარგებლო ბაქტერიის აღსანიშნავად, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. იმისათვის, რომ კანონით პრობიოტიკად კვალიფიცირდეს, პროდუქტი უნდა შეიცავდეს ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომლებიც კვლევებზე დაყრდნობით, სასარგებლო იქნება ადეკვატური რაოდენობით. თქვენ ყველაზე ხშირად ნახავთ პრობიოტიკებს დანამატების სახით, მაგრამ ზოგიერთი საკვები ასევე შეიცავს პრობიოტიკებს (არ უნდა აგვერიოს ფერმენტირებულ საკვებთან). როგორც წესი, პრობიოტიკი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიების შეზღუდულ რაოდენობას, ზოგჯერ რამდენიმე შტამს და ზოგჯერ მხოლოდ ერთს. ცოცხალი ბაქტერიები აგრძელებენ ნაწლავებში დასახლებას და ხელს უწყობენ მიკრობიომში ბალანსის გაუმჯობესებას, ასევე სპეციფიკურ ეფექტებს.

მაგალითად, Bifidobacterium-ისა და Lactobacillus-ის გვარის ბაქტერიებს შეუძლიათ ჯანმრთელობის გაუმჯობესება მრავალი გზით, მაგრამ სხვადასხვა შტამებს შეუძლიათ სხვადასხვა ეფექტის მოტანა. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, ზოგიერთ პრობიოტიკს შეუძლია მოხსნას მუცლის ტკივილი, შებერილობა და გაზების დაგროვება. მათ, ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი პრობიოტიკები ეფექტური ვარიანტებია. ასევე, ისინი ხსნის დიარეის შემცირებას, ჩვილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის რისკის შემცირებას, ნაწლავის ანთებითი დაავადების სიმპტომების შემცირებას, მავნე ბაქტერიების ზრდის პრევენციას და მსხვილი ნაწლავის გაუმჯობესებას.

როცა პრობიოტიკებზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კომპანია ჰენკას მიერ წარმოებული სასმელი კომბუჩა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მათ. ესაა მოტკბო-მომჟავო სასმელი, რომელიც დამზადებულია ჩაიზე და ის ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას შველის. კომბუჩა არსებობს მრავალი სახეობის – თითქმის ყველა ხილსა და ბოსტნეულზე დამზადებული ვარიანტი, რომელიც  არა მხოლოდ წყურვილს კლავს, არამედ ენერგიით გვავსებს და ამავდროულად, სიგრილის შეგრძნებას უზრუნველყოფს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Drone 1 – საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის განკუთვნილი კომპაქტური მოწყობილობა

ზვიგენი ადამიანს იმიტომ ესხმის თავს, რომ სელაპისა და ზღვის ლომისგან ვერ ასხვავებს – კვლევა