in

“Carlsberg”-ის ბანერი, რომელიც ლუდით გიმასპინძლდებათ

“Carlsberg”-მა ლონდონელები გაახარა და სპეციალურად მათთვის უფასო ლუდის აქცია წამოიწყო.

ლონდონში, ტრუმენის ლუდის ქარხნის კედელზე უზარმაზარი ბანერი დაამონტაჟეს. ბანერი თითქმის ცარიელი იყო, მასზე მხოლოდ წარწერა “Probably the best poster in the world” დაიტანეს. სამაგიეროდ სხვა კრეატიული ბანერებისგან განსხვავებით, ამ ჩვეულებრივმა, მწვანე ბანერმა დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან მომხმარებელს ბანერის ცენტრიდან უფასო ლუდის ჩამოსხმა შეეძლო.

ეს არის რიგით მეორე ბანერი, რომელიც პროდუქტით გიმასპინძლდებათ. პირველად მსგავსი ბილბორიდ კოკა-კოლამ  დაამონტაჟა.

“Probably the best poster in the world”

ნახევარი საუკუნის შემდეგ

Woodoo – ხის ფერადი ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო !