in

როგორ მივიღოთ სიამოვნება და გავხდეთ ნებისმიერი პრობლემის „გადამჭრელი“?!

M2
M2

ხშირად ხდება, რომ უმარტივესი საკითხის გადაწყვეტა, დროში გაწელილ და დაუსრულებელ პროცესად იქცევა, გვეკარგება დრო, პროცესი კი ხდება უმართავი. არადა, რა მარტივია მოაგვარო პრობლემები! მთავარია, იცოდე ის ეფექტური გზა, რასაც, მაგალითად, მე ვიყენებ უკვე დიდი ხანია. წარმატებულ ცოდნას კი სიამოვნებით გაგიზიარებთ. პირადად მე, ვხელმძღვანელობ შემდეგი გზით – ვახარისხებ პრობლემებს მოდელის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტის გზით მივდივარ.

ვახარისხებთ

დახარისხება იწყება იმით, რომ განვსაზღვროთ, რა ვიცით იმ საკითხზე, რისი მოგვარებაც საჭიროა და პრობლემის რომელ მხარეს ვართ ჩვენ.

რა ჰქვია ჩვენს პრობლემას?

მიზანია, ზუსტად დავარქვათ პრობლემას თავისი სახელი, შემდგომ კი შესაბამისი „რეცეპტით“ გადავწყვიტოთ. პრობლემებს ვახარისხებ 3 ტიპად: კრიტიკული, მართვადი და რთული/ბუნდოვანი.

Critical – კრიტიკული პრობლემა

გადაწყვეტა = სისწრაფეს და ზუსტ ხედვას, რა უნდა გაკეთდეს“! გადაწყვეტილება გვჭირდება სწრაფად! დრო, ფაქტობრივად, არ გვაქვს, რადგან კრიტიკულ პრობლემას ვაგვარებთ. ავტორიტარული მიდგომა ამართლებს, რადგან აქ მსჯელობის დრო ფიზიკურად არ არის. ბუნდოვანებაც ნაკლებია – ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ზუსტად ვიცით, რაშია საქმე და რა უნდა გაკეთდეს. აქ მთავარია მითითება, ვინ  რას აკეთებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ონკანიდან მოდის წყალი და ივსება ნიჟარა – წყალი იწყებს გადმოსვლას. რას ვშვრებით? სასწრაფოდ უნდა დავკეტოთ ონკანი. თუ მსჯელობას დავიწყებთ და კონსილიუმს მოვიწვევთ, თავადაც მიხვდებით, რაოდენ არასწორი იქნება ჩვენი ნაბიჯი.

Tamed – იგივე რთული მაგრამ მართვადი პრობლემა.

გადაწყვეტა = სწორი პროცესის შერჩევას და მის მართვას! გქონიათ Déjà vu (დე ჟა ვუ)? პრობლემა, რომელიც წარსულში გადავწყვიტეთ და სწორი მართვის პირობებში იგივე სამოქმედო გეგმას გამოვიყენებთ. სხვანაირად დავარქვათ – “დე ჟა ვუ პრობლემა”. მთავარია, სწორად შევარჩიოთ და მივუსადაგოთ პრობლემას მოგვარების პროცესი. ჩვენ გვაქვს მსგავს სიტუაციაში მოქმედების გამოცდილება. მაგალითად, წარმოიდგინეთ თქვენ ხართ პროდუქტების დეპარტემენტის დირექტორი და დასაგეგმი გაქვთ ახალი პროდუქტის დანერგვა. როგორ ვიქცევით ასეთ დროს? ვიხსენებთ რა პროცესი გავიარეთ სხვა პროდუქტების შექმნის დროს და შესაბამის პროცესს ინდივიდუალურ ჭრილში ვარგებთ მიმდინარე სიტუაციას.

და ბოლო, ის, რაც ყველაზე საინტერესოა, რადგან დიდი და ეფექტური კომუნიკაცია გვჭირდება.

Wicked – იგივე რთული და ბუნდოვანი პრობლემა Vujà- Dé.  იგივე ვუ ჟა დე.

პრობლემა, რომელსაც პირველად ვაწყდებით. შესაბამისად, არსებული ცოდნით ან გამოცდილებით ვერ გადავჭრით. გვჭირდება სწორი კონსულტაცია. აქ კომუნიკაციაზე ორიენტირებული ლიდერის როლი არის უმთავრესი. რაც მეტ სწორ აუდიტორიას ჩავრთავთ, მით უკეთესი მსჯელობა შედგება და გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ იქნება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით მიღებული. მე ყოველთვის ვყენებ სიტყვას „ჩვენ“, როდესაც მსგავს პრობლემას ვეჭიდები. სიტყვა “ჩვენ” ხაზს უსვამს, რომ კოლექტიური მსჯელობა და გადაწყვეტა არის საჭირო. აქ ერთპიროვნული მიდგომა არ ამართლებს! ხშირად გრძელვადიანი პერიოდი უნდა განვსაზღვროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის. მთავარია, საუკეთესო გუნდი ფიქრობდეს ერთიან გადაწყვეტაზე. აქ მთავარია, დავსვათ სწორი კითხვები და კოლაბორაციულად მივუდგეთ თემას. მაგალითად, ადამიანმა მოიტეხა თხილამურით სრიალისას. ის შედის ერთ-ერთ რესტორანში, დახმარებისა და რჩევის საძებნელად. ცხადია, ის იქ კომპეტენტურ რჩევას ვერ მიიღებს.

და რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა, რაც გვინდა, რომ „წესებით“ მოვაგავროთ?

ავტორი: ნინო ჭედია

15 ფოტო, როგორ იღებდნენ პოპულარული ფილმების ცნობილ კადრებს

რა ღირს რეკლამა “ოსკარის” დაჯილდოებაზე?