in

ახალი აპლიკაციით Procreate ანიმაციის რევოლუციას გვპირდება!

veon
veon

Procreate მისი სახელგანთქმული და ბესტსელერი iPad აპლიკაციის შემდეგ, როგორც ჩანს, იმას გვპირდება, რაზეც მხოლოდ ოცნება იყო შესაძლებელი. Procreate Dreams-ზე უკვე 5 წელია მუშაობენ და მათ ანიმაციის ინდუსტრიის რევოლუცია აქვთ გეგმაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, მთხრობელთა შემდგომი თაობის შთაგონებაზე…

Dreams-ის საოცარ ფუნქციებს შორის აღსანიშნავია Performing, სადაც ხელოვანებსა და ანიმატორებს თავიანთი ქმნილებების გაცოცხლება შეეძლებათ სპონტანური, რეალური ჟესტებით და ამასთან, keyframes-ის ავტომატურად დამატება, რადგან აპლიკაცია მათ ქმედებებს იწერს. ამგვარად, ძალიან მცირე გამოცდილების მქონე კრეატორებსაც კი შეუძლიათ ანიმატორის როლის მორგება.

მომხმარებლები ეკრანზე მრავალჯერ შეხების შესაძლებლობით სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის მარტივად ინტეგრირებასაც შეძლებენ. განსხვავებული ტექნიკები მარტივად შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში, იქნება ეს ხატვა, ვიდეოს რედაქტირება, ე. წ. cel ანიმაცია თუ სხვა რამ. Dreams-ით კი ხატვის პროცესი სულ სხვა საფეხურზე გადადის და მომხმარებლებს უპრეცედენტო შემოქმედებით თავისუფლებას სთავაზობს… რაც შეეხება Flipbook-ს, ეს უფრო ტრადიციულ პროცესს იმეორებს და, როგორც გვეუბნებიან, იდეალურია ძველი სკოლის მოყვარულებისთვის. 

Apple-ის GPU აჩქარებით კი რეალურ დროში რედაქტირებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოდინისგან დაღლა აღარ მოგიწევთ და თავად შექმნის პროცესზე ფოკუსირებასაც უკეთ მოახერხებთ. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ერთჯერადად მხოლოდ 19.99 დოლარის გადახდა მოგიწევთ. Procreate Dreams-ის გაშვება 2023 წლის 22 ნოემბერს იგეგმება და იგი App Store-ში იქნება ხელმისაწვდომი.

14 ოქტომბერს, ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“ გაიმართება!

Sony ასაკოვან რობოტ ძაღლებს შეაკეთებს, რათა მათ სამუდამო სახლი უპოვოს