6
Aug
2019

“მომავლის ბანკინგი ვაქციეთ აწმყოდ!” – პროკრედიტის კამპანია 20 წლის იუბილესთვის

6 Aug 2019

ზუსტად ოცი წელი შესრულდა, რაც გერმანული ბანკი “პროკრედიტი” ქართულ ბაზარზე შემოვიდა. 90-იანი წლების მიწურული იყო. ქართული საბანკო სფერო ჯერ კიდევ იდგამდა ფეხს. საზოგადოება ბანკისადმი ნდობას და საბანკო პროდუქტების მოხმარებას სწავლობდა. როგორც “პროკრედიტის” წარმომადგენლები იხსენებენ, პირველი ნაბიჯების გადადგმისას, გერმანული წარმომავლობის მქონე ბანკს ჰქონდა განვითარების მიზანი და კონკრეტული გეგმა. 20 წლის შემდეგ კი, გამოწვევებითა და წარმატებებით შექმნილ ისტორიას ბანკი კამპანიით აღნიშნავს:

“ბანკის განვითარების გზის ჩვენება საინტერესო არ იქნებოდა,  რომ არა ჩვენი ბიზნეს პარტნიორები, რომლებმაც ცარიელი ფურცელი ფინანსურ პარტნიორთან ერთად გადაშალეს და დღესაც, ბანკთან ერთად არ წყვეტენ წინსვლას. რომლებმაც ათიოდე კვადრატული მეტრით დაიწყეს, ახლა ჰექტრებს ფლობენ. თანამშრომლის ყოველთვიურ ხარჯს ძლივს უმკლავდებოდნენ, მიმდინარე ეტაპზე კი ხელს უწყობენ ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას. მათ სჯეროდათ. მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობდნენ და მათი სჯეროდათ პროკრედიტ ბანკშიც. ჩვენ ერთად განვვითარდით. შევქმენით წარმატების ინდივიდუალური ფორმულები, ჩვენს უპირატესობებზე დაყრდნობით. სწორედ ამას ემსახურება პროკრედიტ ბანკის მიმდინარე კამპანია, რომლის ფარგლებშიც ვიდეორგოლების სერია გადავიღეთ. 7 წარმატებული ბიზნეს ისტორია, რეალური ემოციები, წარმატების გზა და ბანკის როლი ამ გზის გავლაში, ჩვენი ბიზნეს პარტნიორები თავად ყვებიან, რა დგას დღევანდელი წარმატების მიღმა”, – ქართული “პროკრედიტის” ოც წელს აფასებს დირექტორი ნათია თხილაიშვილი.

M: ყველაზე დიდ მონაპოვრად რა მიაჩნია პროკრედიტის გუნდს, ამ 20 წლის განმავლობაში?

საბანკო ტრანსფორმაციების, გამოწვევების, სტაბილური განვითარების 20 წელი შეუსრულდა წელს გერმანულ ბანკს საქართველოში. ამ წლების მანძილზე, ბანკი გამოირჩევა განსხვავებული ხედვით საბანკო სფეროში და მუდმივი ტექნოლოგიური სიახლეებით. რამდენიმე წლის წინ შევქმენით თვითმომსახურების თანამედროვე სივრცეები და ინოვაციური აპარატები განვათავსეთ, მომსახურების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობისთვის. დასაწყისში, პროექტს  პრაქტიკულად ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა, ფაქტია, ჩვენმა მომხმარებელმა ამ ინოვაციას სწრაფადვე აუღო ალღო და დღეისათვის მომხმარებლების 99% აქტიურად სარგებლობს სივრცეებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტექნოლოგიური სიახლეების გარდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა კომპეტენტური გუნდი, ბიზნეს პარტნიორები და მათთან არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობაა. ჩვენ ერთად შევქმენით ისტორია და მომავლის ბანკინგი ვაქციეთ აწმყოდ!

„როცა ბანკს ირჩევ, ირჩევ სანდოობას და სტაბილურობას შენი ბიზნესისთვის“ ბედეგი

M: თქვენი გამოცდილებით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეწარმემ ბანკთან თანამშრომლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს?

მომხმარებლის არჩევანს, მრავალი ფაქტორი განაპირობებს. რას აფასებს მომხმარებელი ბანკში, არის ის, რაც მისი კომფორტის დონეს განსაზღვრავს. გერმანული ბანკი ჩვენი პარტნიორებისთვის სანდო და სტაბილურ გარემოს გარანტია, ისინი ირჩევენ ფინანსურ მხარდამჭერს და ანდობენ სრულ ბიზნეს გეგმას, ასეთ დროს მნიშვნელოვანია რომ პროკრედიტი არის ბანკი – ბანკი, ანუ ფინანსური ინსტიტუტი, მხოლოდ საბანკო პროფილით და სხვა დაკავშირებული ბიზნესები არ აქვს.

“წარმატებისთვის მთავარია, მიზნად განვითარება გქონდეს დასახული და ფინანსური პარტნიორი წინსვლას შენსავით გულშემატკივრობდეს” – კომპანია ჩირინა

M: ფინანსური მხარდაჭერის გარდა, რა როლი აქვს ბანკს, მეწარმის წარმატებაში?

დაფინანსება მხოლოდ ერთი მხარეა, რაც შეიძლება ფინანსურ ინსტიტუტთან გაკავშირებდეს, თუმცა მხოლოდ თანხობრივი უზრუნველყოფა გრძელვადიან პარტნიორად ვერ აყალიბებს ორგანიზაციას. ღირებულებები, ბიზნეს ხედვა, საქმიანობის პრინციპები, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც საბოლოო არჩევანს განაპირობებს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო მომხმარებლებთან ურთიერთობისას, გრძელვადიანი ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

„ბანკი ენდო ჩვენს წამოწყებას და ფინანსურის გარდა, სტრატეგიულადაც დაგვიდგა გვერდით“  BTU

M: თქვენს ქეისზე დაყრდნობით, როგორი ხედვა სჭირდება ქართულ საბანკო სექტორს?

ჩვენი გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წელი ხანგრძლივი პერიოდია იმისათვის, რომ ერთი სტრატეგიით სცადო წარმატების მიღწევა და შენარჩუნება, ბიზნეს გარემოში მიმდინარე ცვლილებები ხშირად უბიძგებს კომპანიებს დასახული გეგმის გადახედვას და მიმდინარე გარემოსთან ადაპტირებისაკენ. ასეთ დროს, ყველაზე დიდი გამოწვევაა იფიქრო არასტანდარტულად, გაცდე აღიარებულ ნორმებს და ბაზარზე პირველმა შექმნა მოთხოვნა. დაბადო ინოვაცია, რაც ბიძგს აძლევს პროგრესს.
დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, არაეფექტურია იყო 20 წლის წინანდელი კლასიკური ბანკი, რადგან დამოუკიდებლობა და მომსახურების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად სასურველი და საჭიროა ბანკინგში

M: რა რჩება მეწარმისთვის მთავარ გამოწვევად, რაშიც გსურთ მათი მხარდაჭერა?

ინოვაცია ანუ განსხვავებულის შექმნა, ის დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ნებისმიერი ბიზნესი დგას. ხშირად, განვითარების ეტაპები თავად უბიძგებს კომპანიას ახლის შექმნისკენ, კონკურენტული უპირატესობის გამყარებისა თუ მოპოვებული წარმატების შესანარჩუნებლად. მსგავსი ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია “პროკრედიტ” ბანკისთვის და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მიმდინარე პროექტები კიდევ უფრო მეტი ინოვაციური იდეის დაფინანსებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საშუალება გვაძლევს.

[R]

განხილვა