in

ProCredit Bank 20 წლისაა – საიმიჯო ვიდეორგოლების სერია დაიწყო

„პროკრედიტ ბანკმა“, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიმიჯო რგოლების სერია გადაიღო. პირველ ვიდეოში სხვადასხვა სფეროს 7 ბიზნესია წარმოდგენილი. პროექტზე სააგენტომ LF&T იმუშავა.

 

 

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გადაღებულ საიმიჯო ვიდეორგოლებში ის ძირითადი ღირებულებებია წარმოდგენილი, რომელთა ერთობლიობამაც, 20 წლის მანძილზე, ბანკი მომხმარებლისთვის სანდო ფინანსურ პარტნიორად ჩამოაყალიბა. წარმოგიდგენთ პირველ ვიდეოს, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ 7 ბიზნესს აერთიანებს. „BTU“, „ბაქსვუდი“, „ახალი ნათება“, კორპორაცია „ქინძმარაული“, „ჩირინა“, „ბედეგი“, კლინიკა „როგო“ – საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კომპანიების წარმატების ინდივიდუალური ფორმულა,  ისტორია საქმიანობის დასაწყისიდან დღემდე  და  ფინანსური პარტნიორის როლი მათი ბიზნესის განვითარებისთვის“.

[R]

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ევროპული კომპანია Eiffage გახდა

ჯესიკა უოლში საკუთარ სააგენტოს ხსნის – “& Walsh” ახალი ნაბიჯი თავბრუდამხვევ კარიერაში