in

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს განსხვავებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს განსხვავებულ, 24/7-ზე თვითმომსახურების სივრცეებს სთავაზობს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=CMz9SjXIY-Q[/embedyt]

 

„თანამედროვე დიზაინით მოწყობილი გარემო, ინოვაციური აპარატები და საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს, არის ის, რასაც „პროკრედიტ ბანკის“ ყველა ფილიალში შეხვდებით. თუმცა, პროექტი, რომელიც ბანკმა  თბილისისა და ბათუმის ფილიალებში განახორციელა, სრულიად განსხვავებულია სხვა ფილიალების დიზაინისაგან. ახალი კონცეფცია ინოვაციურ და თანამედროვე სივრცე 24/7-თან ერთად, უნიკალური შიდა ინტერიერით გამოირჩევა. აქ ყველა დეტალი მაქსიმალურადაა მორგებული კლიენტის კომფორტზე. სივრცე საქმიანი გარემოს, ხელოვნებისა და ბუნების სინთეზია“, – ამბობენ ბანკის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, უახლესი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილ ოფისებში მომსახურების მიღება, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში უფრო მარტივი და ეფექტურია.

„თანხის შეტანა – გატანის ოპერაციები, გადარიცხვები, ინტერნეტბანკინგზე წვდომა, კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტების მუდმივი მზაობა და მხარდაჭერა,  მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რომლის განხორციელებაც პროკრედიტ ბანკის ინოვაციური აპარატებით ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, როდესაც მომხმარებელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამუშაო საათებში ბანკის ფილიალში სტუმრობისა და რიგში დგომისთვის, სივრცე 24/7 მარტივი ბანკინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ევროპული ბანკი მომხმარებელს სრულ დამოუკიდებლობას სთავაზობს საბანკო ოპერაციების მისაღებად და ამისთვის, შესაბამის კომფორტულ გარემოს უქმნის თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში“, – ამბობენ „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლები.

[R]

საკუთარი შესაძლებლობების პირისპირ! – Hennessy-ის ვიდეორგოლი

დარია ხოლოდილინა – #პირველისამსახური