in

ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პროკრედიტ ბანკი საბავშვო ანაბარზე სპეციალურ 3 დღიან შეთავაზებას აცხადებს

1-3 ივნისის პერიოდში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაზრდილი სარგებელით აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ საბავშვო ანაბრებზე.

აქციის ფარგლებში, საბავშვო ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთებია: 4.2% აშშ დოლარში და 2.4% ევროში. აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით დააგროვონ დანაზოგი შვილების მომავალისთვის.

აქციით სარგებლობა მარტივიამომხმარებელს შეუძლია შეავსოს მარტივი განაცხადი, რის შემდეგაც ბანკის მრჩეველი ინდივიდუალური შეთავაზებით დაუკავშირდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია პროკრედიტ ბანკის კონტაქტ ცენტრში ნომერზე (+995 32) 220 2222.

შეთავაზება ვრცელდება შეზღუდული ვადით, ამიტომ არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ საბავშვო ანაბრის პირობები და მიიღოთ განსაკუთრებული სარგებელი ბავშვთა დღის აღსანიშნავად.

[R]

ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო