პროკრედიტ ბანკმა და კომპანია Bolt-მა საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად Bolt-ის პარტნიორ მძღოლებს, ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ ელექტრო მანქანები პროკრედიტ ბანკის სესხით – Eco Mobility. ეს პროექტი დაეხმარება მათ ეკოლოგიურად სუფთა და, ამავდროულად, ეკონომიური არჩევანის გაკეთებაში.
პროკრედიტ ბანკის სესხი ECO Mobility იძლევა შესაძლებლობას სწრაფად და საუკეთესო პირობებით შეიძინონ ელექტრო მანქანები და ჩაანაცვლონ შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილები.
შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები ერთიანად ისარგებლებენ ყველა იმ სერვისითა და უპირატესობით, რაც ელექტრო მანქანის შეძენას კიდევ უფრო ხელსაყრელსა და მარტივს გახდის:
- სესხის განსაკუთრებული პირობები;
- ექსკლუზიური ფასდაკლებები ელექტრო მანქანებზე პარტნიორი ავტოდილერებისგან;
- საგარანტიო პირობები და სპეციალური შეთავაზებები სადაზღვევო პაკეტებზე.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ელექტრო მანქანის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს თანხას საწვავზე, ძრავის ზეთზე, ძრავის ნაწილებსა და მანქანის სხვა კომპონენტებზე. ამასთანავე, იძენს თანამედროვე მანქანას დახვეწილი ტექნოლოგიით, ხარისხითა და დიზაინით.
პროექტი მიმართულია მდგრადი და ეკომეგობრული გარემოს განვითარებისკენ, ახალისებს საქართველოში უფასო დამტენების ქსელის შექმნასა და მხარდაჭერას.
გარემოსდაცვითი მიმართულება პროკრედიტ ბანკის ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია. ბანკი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მწვანე პროექტების დაფინანსებას და თავადაც მუდმივად ახორციელებს ეკომეგობრულ ინიციატივებსა და ინვესტიციებს. პროკრედიტ ბანკი მუდამ ცდილობს მისი ბიზნეს საქმიანობით შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ზემოქმედებაზე ორიეტირებული საბანკო პრაქტიკები ევროპული პროკრედიტ ჯგუფის ოპერირების ქვეყნებში მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშემწყობია და ნახშირბად ნეიტრალურ მიზნებს ემსახურება.
აღნიშნული პროექტიც პროკრედიტ ბანკისა და Bolt-ის მდგრადი განვითარების გეგმის ნაწილია საქართველოში.
[პარტნიორის კონტენტი]