in

ნაქარგებით გადმოცემული ისტორიები პროკრედიტ ბანკისა და „კოპეშიას“ კოლაბორაციული პროექტი

ზემო აჭარაში არსებობს ამბები, რომლებიც სიტყვებით არ გადმოიცემა.

ზოგჯერ, ისტორიები ჯერ იხატება, შემდეგ ხელით იქარგება და საბოლოოდ უნიკალურ კონცეფციად იქცევა.

ნაივური ქარგვის ისტორია საუკუნეების წინ იწყება. ამ ტრადიციას ზემო აჭარაში მცხოვრები ქალები დღემდე აცოცხლებენ და მათ ნაქარგებში ხშირად ჩნდება პატარა ბრჭყვიალა ძაფი – უხმო ემოცია, ძალა და იმედი, სწორედ აქედან მოდის პროექტის სახელიც – „სხივიანი“.

„სხივიანი აჭარული ამბავი“ გახდა პროკრედიტ ბანკის წინასაახალწლო ინსპირაცია, რომელიც „კოპეშიასთან“ პარტნიორობით რეალობად იქცა. პროექტის მთავარი გზავნილი აერთიანებს ქალთა მხარდაჭერას და იმ ავთენტური ტრადიციის შენარჩუნებას, რომელიც ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია.

ამ ისტორიაზე შექმნილი მოკლე ფილმი კი გვიყვება, საიდან მოდის იდეა, ვინ დგანან მის უკან და რას ნიშნავს ეს საქმიანობა ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აგრძელებენ ტრადიციას სიყვარულით, მოთმინებით და დიდი პასუხისმგებლობით.

პროექტის ფარგლებში 5250 ნამუშევარი შეიქმნა. ტრადიციული ნაქარგებით უნიკალური სიუჟეტების გაცოცხლებაზე ხელით იმუშავა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა 67-მა ქალმა.

[პარტნიორის კონტენტი]

„ესკი” – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

4 გზა, თუ როგორ ამსუბუქებს მარკეტერების ცხოვრებას Nano Banana-ს გამოყენება