in

პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებისთვის საბანკო სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო აუმჯობესებს

სპეციალურად ბიზნეს კლიენტებისთვის: კომპანიების საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამები ინტერნეტ ბანკთან დაინტეგრირდა

მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული საბანკო სერვისების მიწოდების მიზნით, პროკრედიტ ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის სააღრიცხვო პროგრამები ინტერნეტ ბანკთან დაინტეგრირდა. აღნიშნული ხელს უწყობს კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას და შედეგად, ბანკის ბიზნეს კლიენტები მკვეთრად შეამცირებენ ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას და რუტინის გარეშე, ავტომატურად, ყველა საბანკო ოპერაციას სააღრიცხვო პროგრამაში მოუყრიან თავს.

საბანკო ოპერაციების პირდაპირ საბუღალტრო პროგრამაშივე შესრულება ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ნიშნავს და ეს ყველაფერი ინტერნეტ და მობაილ ბანკში შესვლის გარეშე OneSoft-ის ERP Standard-ში არის შესაძლებელი. API სერვისები პროკრედიტ ბანკის კლიენტ ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, შექმნან ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვების დოკუმენტები, შეამოწმონ შექმნილი დოკუმენტების სტატუსები, თვალი ადევნონ ნაშთებს ანგარიშებზე, გაეცნონ ეროვნულ სავალუტო კურსებსა და მათ ისტორიებს.

პროექტი კომპანია OneSoft-თან თანამშრომლობით განხორციელდა. OneSoft 1C-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ამავე პლატფორმაზე დაფუძნებული ERP სისტემების პროვაიდერია საქართველოში. OneSoft მომხმარებლებს ERP კატეგორიის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს,  რაც ხელს უწყობს კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.

ექსკლუზიურად პროკრედიტ ბანკის ბიზნეს კლიენტებს, OneSoft-ის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ 1C ERP პროგრამებზე და მომსახურებებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

იმისათვის, რომ იგრძნოთ, რამდენად ამარტივებს ERP სისტემა ყოველდღიურ სამუშაო პროცესს OneSoft, ასევე გთავაზობთ სისტემის Сloud ვერსიას 1 მომხმარებლისთვის 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ.

1Cloud.ge-iს პროდუქტებზე OneSoft პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს 15%-იან ფასდაკლებას.

სპეციალური შეთავაზება იხილეთ აქ

პროკრედიტ ბანკისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს პროცესების გამარტივებას და მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

[R]

Love where you live — მაკდონალდსის კამპანია

PANTONE-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ფერები დაასახელა