in

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს.

EBRD-ს მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის ფარგლებში, ბანკი ქალი მეწარმეების ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობას ქმნის. დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი ხდება ფინანსები გირაოს შემცირებული მოთხოვნებით და საშუალებას აძლევს ქალ მეწარმეებს განავითარონ ბიზნესი და აიმაღლონ ცოდნა პროფესიონალური კონსულტაციებისა და ტრენინგების მეშვეობით.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს. ახალი საკრედიტო შესაძლებლობით ბანკი მეტად წაახალისებს ქალის როლის გაძლიერებას ეკონომიკაში.

უკვე მრავალი წელია, პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ს წარმატებული თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების განსაკუთრებულ უპირატესობებს უქმნის. პროკრედიტ ბანკისთვის, როგორც მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, ღირებულია ეს თანამშრომლობა და ის ინოვაციური გადაწყვეტები, რაც პარტნიორობის ფარგლებში იქმნება.

[პარტნიორის კონტენტი]

სერგო ფარაჯანოვის უკვდავი შემოქმედება

რა შედეგი გამოიღო Skittles-ის მობოდიშების კამპანიამ?