in

გაიგე მეტი უსაფრთხო ბანკინგის შესახებ – ProCredit Bank

ადრე თუ საბანკო სერვისის მისაღებად ფილიალში ვიზიტი გვიწევდა, ახლა ტრანზაქციების განსახორციელებლად  რიგში  ჩადგომა არავის გვსურს.  თანამედროვე ტექნოლოგიებმა საქმის გაიოლების საშუალება მოგვცა და სერვისები მაქსიმალურად  ხელმისაწვდომი გახადა  – ერთი  სატელეფონო ზარით, ან ერთი  მარტივი მოძრაობით – კლიკით.

თუმცა, როცა საქმე ბანკს და ფინანსებს ეხება, მეტი დაკვირვებულობა გვმართებს და ინფორმაციაც გვჭირდება. გამარტივების ეპოქაში საბანკო სერვისების უსაფრთხოების საკითხით დავინტერესდით და საქართველოში გერმანული, პროკრედიტ ბანკის  ზოგადი  რისკების განყოფილების ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს ვესაუბრეთ, მისგან საჭირო რეკომენდაციებიც მივიღეთ.  პროკრედიტ ბანკი   ფინანსურ სექტორში საქმიანობის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა და მას საქართველოში 20 წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება აქვს.

როგორია საბანკო სერვისების გაიოლების ტენდენციები და რა გამოწვევებს უკავშირდება?  

თანამედროვე ეპოქაში ბანკი არა მხოლოდ ფიზიკურ ადგილად, არამედ სივრცედ იქცა, რომელმაც ტექნოლოგიების დახმარებით ონლაინ გარემოშიც დაიწყო  ფუნქციონირება. ბანკინგი ჩვენს ყოველდღიურობაში ბუნებრივად  ინტეგრირდა, რაც მომხმარებლის მხრიდან პასუხისმგებლიან და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს და მოწონებასთან ერთად მეტ დაკვირვებას მოითხოვს.

ახალმა გამოწვევებმა  თვალსაჩინო  გახადა გაციფრულებული საბანკო სერვისების უსაფრთხოების მნიშვნელობა. პროკრედიტ ბანკმა  ავტომატიზირების პროცესი 2012 წლიდან  ეტაპობრივად დაიწყო და დღეს უკვე ციფრული პლატფორმებით, პლასტიკური ბარათებით, მომხმარებელს უსაფრთხო ონლაინ გადახდების, უნაღდო ანგარიშსწორების და დისტანციურად მომსახურების მიღების კომფორტულ და მრავალფეროვან საბანკო სერვისებს სთავაზობს. ამ დროს ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას   უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის  დაცვას უთმობს. თუ არჩევანი  სისწრაფეს, სიმარტივესა და უსაფრთხოებას შორის დგება, ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი მომხმარებლების  ფინანსების მეტი დაცულობა და  უსაფრთხოებაა.

რა გვჭირდება მაქსიმალური დაცულობისთვის?

ყველანი ვთანხმდებით, რომ ბანკის მხრიდან მომხმარებლებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჭირო და არანაკლებ აუცილებელია ფინანსური ინსტიტუტისთვის კრიტიკული კითხვების დასმა, დეტალების დაზუსტება. მაგალითად, როგორ ახდენს ორგანიზაცია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ინტერნეტ-ბინკინგის უსაფრთხოების  უზრუნველყოფას? მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ, რამდენად ითხოვს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე თქვენს ნებართვას. პასუხისმგებლიანი მიდგომის მქონე ბანკი ყოველთვის მოგაწვდით  საჭირო ინფორმაციას ზოგადი უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

რაში გვეხმარება დამატებითი კლიკი? 

საბანკო სერვისის დაცულობა რეგისტრაციის პროცესიდან იწყება. ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა, ასევე ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც ანგარიშის გახსნა მიმდინარეობს. მაგალითად, პროკრედიტ ბანკში ევროპული რეგულაციების შესაბამისი სერტიფიცირებული პროგრამა უზრუნველყოფს  მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მაღალ ხარისხს.  სწორედ შესაბამისი სერთიფიკატი გახლავთ ვებგვერდისა და აპლიკაციის  უსაფრთხოების  ერთერთი აუცილებელი პირობა.

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია პლასტიკური ბარათების დაცულობა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ შემნახველი ანაბრის ბარათთან დაკავშირება რისკებს ზრდის და უმჯობესია განცალკევებულად ვიქონიოთ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ონლაინ საბანკო სერვისების მიღებისას ჩვენს ფრთხილ ქცევაზეა დამოკიდებული მომსახურების სრული უსაფრთხოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსურ ინსტიტუტს თქვენთან  სწრაფი უკუკავშირი ჰქონდეს  ნებისმიერი  საეჭვო ტრანზაქციის დროს.

მოკლედ რომ ვთქვათ, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურება დღეს მხოლოდ დაკრედიტების გონივრული მიდგომა არ არის, ის, ამავდროულად, ციფრული პროდუქტების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსაც გულისხმობს. მომხმარებელი ბანკს ანდობს მის დანაზოგს, პერსონალურ, ფინანსურ თუ ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, შედეგად სერვისების სანდოობა კლიენტის საქმიანობის სტაბილურობასა და წარმატებულობას  განაპირობებს.

რა ღირს უსაფრთხოების დაცვის  მაღალი სტანდარტი?

პროკრედიტ ბანკი,  ყოველდღიური უსაფრთხოების პროცესების  უზრუნველყოფის პარალელურად, ახალ  საბანკო  პროდუქტებსაც ევროპული მაღალი სტანდარტებით ნერგავს,  რაც  მეტ კვალიფიციურ პერსონალს, მეტ რესურსს და ხარისხს მოითხოვს.  შესაბამისად, ყველაფერი ეს  საბანკო მომსახურების ერთიან ტარიფში ისახება – მომხმარებელი პროკრედიტ ბანკისგან მაღალი ხარისხის, სიმარტივისა და ხელმისაწვდომობის უსაფრთხოებასთან დაბალანსებულ სერვისს იღებს, ნაცვლად  წამახალისებელი  აქციების, ქულებისა და სხვა მოკლევადიანი ბონუსებისა, რომელიც ჩვენთვის რაციონალური ბანკინგის პრინციპებს სცდება.

საბანკო მოდელის კრეატიული გარდასახვა ვიზუალებში შესრულებულია დიზაინერების ნიკუშა (ბალუ) ყუფარაძისა და ელდარ ხალიბაურის მიერ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

folker wrage

ფოლკერ ვრაგე – #პირველისამსახური

„ელიტ ელექტრონიქსის“ საზაფხულო კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!