in

პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია – საქართველოში საქართველოსთვის

ყველაფერი 25 წლის წინ, ამბიციით, მკაფიო ხედვით და კონკრეტული მიზნებით დაიწყო. უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც პროკრედიტ ბანკი საქართველოში ევროპულ გამოცდილებას აზიარებს, ქმნის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს განვითარებას და მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს.

პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია. ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე და რისკების მართვაზეა პასუხისმგებელი. პროკრედიტ ჯგუფი გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფის წევრი ბანკები წარმატებით ოპერირებენ 12 ქვეყანაში, კერძოდ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და გერმანიაში.

პროკრედიტ ბანკს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან “Fitch Ratings”, მინიჭებული აქვს საქართველოში შესაძლო, ყველაზე მაღალი რეიტინგი BB+, რაც ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ-მენეჯმენტზე მიუთითებს. პროკრედიტ ჰოლდინგის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ჰოლდინგმა მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა ჯერ კიდევ 2017 წელს მოიპოვა და ჯგუფის ძლიერი ფინანსური და რეპუტაციული პოზიციის დამსახურებით, თავიდანვე პრემიუმ ლისტინგში მოხვდა. ამ ფაქტმა, ჯგუფს განვითარების ახალი ეტაპი და მსხვილ და გავლენიან ინვესტორებთან თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა მოუტანა.

მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებასთან ერთად, პროკრედიტ ბანკის საქმიანობაში ბიზნეს ეთიკას უდიდესი ადგილი უჭირავს: გამჭვირვალობა, ღია კომუნიკაციის კულტურა, სოციალური პასუხისმგებლობა და მაღალი ხარისხის პროფესიული სტანდარტები ის ძირითადი პრინციპებია, რითაც ბანკი ხელმძღვანელობს. შედეგად, ბანკის მომხმარებელი იღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც ნდობაზე, გრძელვადიან თანამშრომლობაზე და პროფესიონალიზმზეა დამყარებული.

პროკრედიტ ბანკი მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს მისი ლოიალური ბიზნეს კლიენტებისა და საცალო მომხმარებლისთვის. ხელსაყრელი, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზებით, ბანკი მათ ფინანსური მომსახურების მიღებას უმარტივებს და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას სთავაზობს. სპეციალურად ბიზნეს კლიენტებისთვის შექმნილი საკრედიტო შეთავაზებები, მომსახურების პაკეტები და საოპერაციო სერვისები, თანამედროვე ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებთან ერთად, ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების ეფექტურად წარმოებას და მათ ფინანსურ სტაბილურობას. ბანკი საცალო მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის ანაბრებს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებსა და მომსახურების პაკეტებს, ბაზარზე გამორჩეულ პირობებს და გამოცდილი კლიენტთა მრჩევლების მომსახურებას სთავაზობს. ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც როგორც საცალო, ასევე ბიზნეს კლიენტებმა უნდა დაინახონ და გამოიყენონ ის სტაბილური, გამჭვირვალე და თანამედროვე საბანკო მომსახურების მისაღებად, თუ ფინანსური მიზნების მისაღწევად, აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.

ევროპული ღირებულებების მქონე ბანკისთვის, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგია  ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ბანკი ეკო-მეგობრულ საკითხებისა და ეთიკური  ბიზნეს პრაქტიკების მიმართულებით, არაერთი ღონისძიების ინიციატორია და მუდმივად აზიარებს ბანკის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პრაქტიკებს. ამასთან, მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა ბანკისთვის პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, ბანკი მომხმარებელს ენერგოეფექტური ინვესტიციების, განახლებადი ტექნოლოგიების, ელექტრო ავტომობილების და გარემოსადმი მეგობრული ნებისმიერი აქტივობის დაფინანსებას ბაზარზე გამორჩეული პირობებით.

პროკრედიტ ბანკი საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც, ეკო მეგობრული ინვესტიციების განხორციელება აქტიურად დაიწყო. 2020 წელს, ბანკის სათავო ოფისის სახურავზე მზის ელექტრო სადგური განთავსდა. იმავე წელს თბილისში მდებარე ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა და ენერგო და რესურს ეფექტურობის გათვალისწინებით Edge საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. დღეისთვის, ბანკის ავტოსადგომი სრულად უახლესი ელექტრომობილებითაა დაკომპლექტებული და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის მიზნით, ბანკმა ქვეყნის მასშტაბით, დამტენი სადგურების ქსელი მოაწყო.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სხვა კომპანიებისთვისაც მისაბაძი მაგალითი გახდება და მათ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, მსგავსი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებისკენ უბიძგებს, აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.

უკვე 25 წელია პროკრედიტ ბანკისთვის მუდმივი განვითარება, ევროპული სტანდარტები და ინოვაციური გადაწყვეტები ბიზნეს სტრატეგიის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია. პროკრედიტ ბანკი ადამიანების უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს და ახსენებს მათ, რომ სინამდვილეში ის, რასაც ეძებ, შენ თვალწინაა, მთავარია, დაინახო.

[R]

Browning Arms Company – ცეცხლსასროლი იარაღის საკულტო მწარმოებელი მე-19 საუკუნიდან

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო