in

ვირუსის გავრცელების ერთით ნაკლები მიზეზი – იყავი „დაირექთი“!

საბანკო მომსახურების დიჯიტალიზაცია – კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სახლიდან გასვლა აღარ მოგიწევთ. გადარიცხვები, გადახდები, ახალი მომსახურებების რეგისტრაცია ან თუნდაც, ანგარიშის გახსნა, არ საჭიროებს ფილიალში თქვენს ფიზიკურ ვიზიტს.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირებით, ჩვენ ვქმნით პერსონალურ საბანკო გარემოს თქვენთვის. მას თავად მართავთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან –  მის დაცულობაზე, სისწრაფესა და მუდმივ ხელმისაწვდომობაზე კი, ჩვენ ვზრუნავთ“.

„ონლაინ“ საბანკო მომსახურება არ გულისხმობს ნაკლებ კომუნიკაციას, შეზღუდვებსა და დისტანციებს. ეს ურთიერთობის ახალი ფორმაა, რომელიც სრულდება ციფრულ გარემოში და  მაქსიმალურად მორგებულია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებსა და თქვენი ცხოვრების რიტმზე.

„ჯერ კიდევ 5 წლის წინ, „პროკრედიტ ბანკმა“ საქართველოში მომხმარებლებს სრულიად ახლებური საბანკო მომსახურების ხედვა  ე.წ “digital banking“  შესთავაზა და შედეგად, დღეს, „პროკრედიტ ბანკი“ აღარ არის ფიზიკური ლოკაცია, ის სივრცეა, რომელიც ეფექტურად ფუნქციონირებს „ონლაინ“ და მუდამ ხელმისაწვდომია თქვენს მობილურში. თითოეული მარტივი „კლიკის“ უკან, რომელსაც თქვენ ასრულებთ, პროფესიონალთა გუნდი დგას და საბანკო ოპერაციის ეფექტურობას, დაცულობასა და სისწრაფეს უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიების ეპოქაში, არაეფექტურია სტანდარტული საბანკო მიდგომები. ახლა, ყველაზე კარგი დროა, აქციოთ თქვენს პრიორიტეტად „ონლაინ“ ბანკინგი“ !

 

[R]

Glovo-და Visa ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ ერთ, გრანდიოზულ აქციას სთავაზობენ

პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე