„პროკრედიტ ბანკი“ საკუთარი ეკო–შენობებით და მწვანე დაფინანსების პროგრამებით მდგრადი განვითარების მიზნებისკენ აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
მწვანე შენობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი სექტორია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) თანახმად, აღნიშნულ სექტორში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მხოლოდ 2030 წლისთვის, 24.7 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზებაა შესაძლებელი. მიუხედავად გათვლებისა, დაინტერესებული პირებისთვის ბაზარზე შესასვლელად დღემდე მნიშვნელოვანი ბარიერები არსებობდა, კერძოდ თუ როგორ უნდა შეფასდეს რაოდენობრივად შენობის გარემოზე ზემოქმედება, ან როგორ უნდა მოხდეს მისი მწვანე შენობად კლასიფიცირება.
ასე იყო „პროკრედიტ“ ბანკის შემთხვევაშიც, რომელიც საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრია, წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში, ხოლო ჯგუფი დაფუძნებულია გერმანული „პროკრედიტ ჰოლდინგის“ მიერ.
„პროკრედიტი“ წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო და ახორციელებდა მწვანე შენობების დაფინანსებას. ბანკმა თითოეულ ქვეყანაში შეფასების ინდივიდუალური მიდგომა შეიმუშავა, რა დროსაც მნიშვნელოვანი გამოწვევებიც გამოიკვეთა, ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
წინა ისტორია

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოს თბილისში მდებარე სათავო ოფისმა EDGE-ის სერტიფიკატი 2020 წლის დეკემბერში მოიპოვა.
„პროკრედიტის“ ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესებია. ბანკის მიზანია, კლიენტებს რესურს-ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცეს. მწვანე დაფინანსება ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. სისტემა, ასევე, მოიცავს შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ნაწილს, ეკო სესხებისთვის სტანდარტების შემუშავების და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების მიმართულებას.
აღსანიშნავია, რომ „პროკრედიტ ჯგუფმა“ პირველი მწვანე სესხი 2006 წელს გასცა. მან ეტაპობრივად შეიმუშავა მწვანე სესხების გაცემის მეთოდოლოგია, მწვანე ობლიგაციების ჩარჩო, მწვანე დაკრედიტების სტანდარტიზაციის და გარემოზე კონკრეტული ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. 2020 წლის ბოლოსთვის, ჯგუფის მწვანე სესხების პორტფელმა, თითქმის, 1 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 19%-ს წარმოადგენს. ამ დრომდე, ჯგუფს შეფასებული აქვს მწვანე შენობები ქვეყნის საბაზისო მაჩვენებლების, სამშენებლო წესებისა და ნორმების (კოდექსების) შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ პროცესი ინტენსიური და ხშირად რთულად განსახორციელებელია, სამოქმედო ქვეყნებში მონაცემთა ნაკლებობის ან სათანადო რეგულირების არარსებობის გამო.
EDGE, როგორც მწვანე შენობების შეფასების ინსტრუმენტი
სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როცა „პროკრედიტმა“ EDGE-ის ინტეგრირება დაიწყო მისი ბანკების სათავო ოფისების გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში, სადაც EDGE-ის მნიშვნელოვანი სარგებელიც გამოიკვეთა. ეს გახლდათ მონაცემების ხელმისაწვდომობა, ზეგავლენის წინასწარი შეფასების შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი გამოყენება და ბოლოს – აღიარებული სერტიფიცირება.
სწორედ ამიტომ, „პროკრედიტმა“ გადაწყვიტა თავის ბაზარზე EDGE-ის დანერგვის ხელშეწყობა, რაც მწვანე შენობების შეფასების პროცესში მისი ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობასაც იძლეოდა. ამ ეტაპზე ბანკებს შეუძლიათ მწვანე სესხის გაცემისას შენობის შეფასებაში EDGE-ის გამოყენება, ინდივიდუალური ანალიზის ჩატარების ნაცვლად.
„პროკრედიტ ბანკი“ კლიენტთა განხილვის საწყის ეტაპზე, დაგეგმილ ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, წინასწარი შეფასებას EDGE აპლიკაციის გამოყენებით გვთავაზობს, რითაც შესაძლებელია, დადგინდეს, ადგილობრივ საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით, რამდენად აქვს პროექტს 20%-ით გაუმჯობესებული მწარმოებლობის პოტენციალი. პროექტი Sintali-SGS–თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც EDGE-ის ექსპერტთა მხარდაჭერას გვთავაზობს პარტნიორი ქსელის საშუალებით. EDGE-ის ექსპერტები ხელს უწყობენ აპლიკაციის გამოყენებას და „პროკრედიტის“ კლიენტთა პროექტების საწყისი ანალიზის ჩატარებას.
შემდეგ ეტაპზე შეფასება წარედგინება ბანკის ბიზნეს კომიტეტს განსახილველად. დამტკიცების შემთხვევაში კი კლიენტი სესხის შეღავათიანი განაკვეთებით სარგებლობს საკუთარი მწვანე შენობის პროექტის განსავითარებლად. სესხის შეღავათიანი განაკვეთების მისაღებად არსებობს მოთხოვნაა, რაც გულისხმობს EDGE სერტიფიკაციის პროცესის დასრულებას.
დასაშვები კრიტერიუმების დასადგენად EDGE-ის მონაცემების გამოყენებით, „პროკრედიტ ბანკს“ ბაზარზე სტანდარტიზებული და შედარებადი მექანიზმი გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის მშენებლობის გაუმჯობესებისა და მწვანე დაფინანსების კუთხით. მექანიზმი მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის პირველადი ანალიზისთვის საჭირო დროს, რადგან ადგილობრივი საბაზისო მაჩვენებლები EDGE აპლიკაციაში უკვე გაანგარიშებულია.
ბაზრის სტიმულირების ხელშეწყობის და მწვანე შენობების უკეთ სისტემატიზების მიზნით, „პროკრედიტი“, ასევე, თანამშრომლობს Sintali-SGS–თან. თანამშრომლობის მიზანია, „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტებმა ისარგებლონ ფასდაკლებით სერტიფიცირებასა და აუდიტზე. ასეთი შეთავაზებით, ბანკი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს მწვანე შენობების ინიციატივებს და დაეხმარება ბაზრებზე ცვლილებების განხორციელებაში.
პირადი მაგალითით შთაგონება
„პროკრედიტისთვის“ აქ არ წყდება მუშაობა. ჯგუფს სჯერა, მათი ქმედებები პოზიტიური მაგალითის მიმცემია. მათ აიღეს ვალდებულება, რომ 2023 წლისთვის ისინი საკუთარ საქმიანობაში ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს მიაღწევენ, რაც მრავალფეროვან საქმიანობას მოიცავს, განახლებადი ენერგიის შესყიდვიდან დაწყებული EDGE სერტიფიკატის მქონე საკუთარი შენობების ეფექტურობის გაუმჯობესებით დამთავრებული.
დღეისათვის, საბანკო ჯგუფს აქვს EDGE სერტიფიკატის მქონე სათავო ოფისები ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბულგარეთში, საქართველოსა და კოსოვოში. ხოლო ეკვადორში, სერბეთსა და უკრაინაში მდებარე სათავო ოფისების სერტიფიცირების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ეს ძალისხმევა ჯგუფის შენობების გარემოსდაცვითი მართვის მიდგომებსა და მტკიცე კონცეფციაზე მეტყველებს. ენერგოეფექტურ პროექტებთან დაკავშირებით დეველოპერებსა და კლიენტებთან დისკუსიების დროს, ჯგუფს შეუძლია, საკუთარი გამოცდილება მაგალითად გამოიყენოს და დაადასტუროს, რომ საქმიანობაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ზრდას პრაქტიკაში კომერციული პოტენციალიც აქვს.

„პროკრედიტ ბანკი“ ბულგარეთის სათავო ოფისი პირველი შენობაა „პროკრედიტ ჯგუფში“, რომელმაც EDGE Zero Carbon (ნულოვანი ნახშირბადის) სერტიფიკატი მიიღო.
წმინდა ნულოვან ნახშირბადზე გადასვლა კვლავ ევროპისა და მსოფლიოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. მხოლოდ ასეთი მკაცრი ორიენტირებით იქნება შესაძლებელი პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა.
„პროკრედიტმა“ საფუძველი ჩაუყარა საკუთარი შენობების სერტიფიცირებას და იმედოვნებს, რომ უფრო მეტი შენობა გადავა ნულოვან ნახშირბადზე საკუთარი შენობების მთლიანი პორტფელის მასშტაბით.
რა არის დაგეგმილი მომავალში ?
მწვანე დაკრედიტების პროგრამების დანერგვით, საკუთარი შენობების სერტიფიცირების გზით, სხვა კომპანიებისთვის საუკეთესო მაგალითით „პროკრედიტი“ მდგრადი განვითარებისკენ სვლას განაგრძობს.
მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად, ჯგუფი მომხმარებლებს EDGE სერტიფიკატის მქონე მწვანე შენობების დაფინანსებას ეკვადორში, კოსოვოსა და საქართველოში სთავაზობს. მომდევნო წლებში კი, „პროკრედიტი“ ამ შეთავაზებას ჯგუფის დანარჩენ ბანკებშიც გააგრძელებს.
ავტორი: ელენი პოლიქრონიადუ
[პარტნიორის კონტენტი]













