in

ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ – „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“

22 აპრილს, დედამიწის დღეს, 17:00 საათზე მწვანე „ონლაინ“ ფორუმი გაიმართება, თემაზე „მზის ელექტროსადგური – მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „პროკრედიტ ბანკი“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF).

„საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხილული იქნება პროექტის უპირატესობები ბიზნესისა და გარემოსთვის, დაფინანსების პირობები. ასევე – ელექტროენერგიის ბაზარზე, ბოლო დროს, განხორციელებული ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა სუფთა ენერგიის წარმოების პროექტი, ბიზნესისთვის“.

ფორუმის სპიკერები არიან:

  • ალექსანდრე ჯაშიაშვილი – ProCredit Bank
  • მურად ხარაიშვილი – GEFF საქართველოში
  • ანდრო ბუთხუზი – GEFF საქართველოში
  • გრიგოლ გუმბერიძე – Mego.ge
  • ლევან კობახიძე – Sun house

„ფორუმზე, „პროკრედიტ ბანკის“ წარმატებული მაგალითის საფუძველზე, შეფასდება რეალური სარგებელი. მოგეხსენებათ, ბანკს 2020 წლის ივნისიდან საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს განთავსებული სათაო ოფისის სახურავზე, რომელიც სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. ამასთანავე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ სხვა წარმატებული მაგალითები და ბევრი საჭირო ინფორმაცია, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება“.

შეხვედრა ქართულ ენაზე გაიმართება და მოდერაციას ანა იასეშვილი გაუწევს. ფორუმზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

GEFF-ს, საქართველოში, მხარს უჭერს მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტრო (BMF).

 

[R]

რა მოწყობილობები წარადგინა Apple-მა ღონისძიებაზე Spring Loaded?

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ფონური რადიაცია შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს