in

სოციალური პასუხისმგებლობა როგორც ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილი – “პროკრედიტ ბანკი”

სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. იზრდება ინტერესი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მიმართ. კომპანიები ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ეკოლოგიის გაფრთხილებას ცდილობენ. ეს მათთვის არა ვალდებულება, არამედ ზრუნვის საგანია. სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტს წარმოადგენს პროკრედიტ ბანკში, რომელიც ეკო-მენეჯმენტის მიმართულებით ჯერ კიდევ 2012 წლიდან მუშაობს. ბანკში ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებას მნიშვნელოვნად თვლიან. როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, “ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც რესურსების შიდა მოხმარების ოპტიმიზაციას, ასევე ჩვენი კლიენტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ამ ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას”. პროკრედიტში თვლიან, რომ “ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისა თუ განხორციელებისას  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ზეგავლენას გარემოზე, საზოგადოებასა თუ სოციო-ეკონომიკურ სისტემებზე. სოციალური პასუხისმგებლობა პოზიტიურად აისახება კომპანიის საქმიანობასა და ქვეყნის განვითარებაზე”. როგორ იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, უფრთხილდებიან ეკოლოგიას და სარგებლობენ განახლებადი ენერგიით? დეტალურად, “პროკრედიტ ბანკის” გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან კეკელაშვილმა გვიამბო.

M: როგორ დააკავშირეთ ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება ბანკის კონცეფციასთან?

პროკრედიტ ბანკი გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია. ბანკისა და ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისკენ მიმართული მიზნები და პასუხისმგებლიანი მიდგომა საბანკო საქმიანობის მიმართ, წარმოუდგენელია გარემოზე ზრუნვის გარეშე. სწორედ ამიტომ, ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც რესურსების შიდა მოხმარების ოპტიმიზაციას, ასევე ჩვენი კლიენტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ამ ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას მწვანე დაკრედიტების შეთავაზების გზით. მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ვახორციელებთ. ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ჩვენს მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთანავე, გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

M: როგორ იყენებთ წვიმის წყალს ეფექტურად?

წყლის რაციონალური მოხმარების აუცილებლობა სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია, რა მექანიზმებით უნდა განახორციელონ კომპანიებმა ეს პროცესი. როგორც ენერგოეფექტურობა არ ნიშნავს დაზოგვის ხარჯზე საჭიროზე ნაკლების მოხმარებას, ასევე არ გულისხმობს წყლის რაციონალური გამოყენება მისი მოხმარების შეზღუდვას. ამ საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ბანკმა წვიმის წყალსაც მოუფიქრა ეფექტური გამოყენება და სათავო ოფისის ეზოში წვიმის წყლის რეზერვუარი განთავსდა. წვიმიან დღეებში სათავო ოფისის სახურავზე დაგროვებული წყლის შეკრება ხდება შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომზე. წყალი გადის ფილტრაციას და შემდეგ ხდება მისი, როგორც  ტექნიკური წყლის გამოყენება. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს უკვე 14%-ით დავზოგოთ ოფისში წყლის მოხმარება. საპილოტე პროექტის წარმატებამ ცხადყო, რომ შესაძლებელია წვიმის წყლის გამოყენებით ბიზნესმა დაზოგოს ხარჯები და შეამციროს გარემოზე მავნე ზეგავლენა. ანალოგიური ტექნოლოგია საინტერესო აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს  საქართველოს ზღვისპირა რეგიონებისთვის, რომლებიც უხვი ნალექით გამოირჩევა.

M: როგორც ვიცით, წამოიწყეთ პროექტი “გადაჯექი ელექტრომანქანაზე”. გვიამბეთ ამაზეც…

ელექტრომობილებით სარგებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით სულ უფრო მომგებიანი ხდება, ძრავის ეფექტურობისა და ექსპლუატაციის დაბალი ხარჯების გამო. ასევე აღსანიშნავია, ელექტრომობილების შეძენის ფასების კლებადი ტენდენცია და ელექტრო დასატენი სადგურების მომრავლება ქვეყნის მასშტაბით. კომპანიების მიერ ინვესტიციის განხორციელება  ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების მიზნით, გრძელვადიანი სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე დადებითად აისახება გარემოზე. შესაბამისად, „გადაჯექი ელექტრომანქანაზე“ პროკრედიტ ბანკისთვის კვლავ აქტუალურ მოწოდებად რჩება. ჩვენი ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით  რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ავტოპარკის განახლება. დღეს ბანკის ავტოპარკის 56% ელექტრომობილებისა და ჰიბრიდებისგან შედგება და ეს წილი ყოველწლიურად იზრდება.

ზოგისთის ელექტრო მანქანა იმიჯია, ზოგისთვის ეკონომია, ზოგისთვის მოდა, ჩვენთვის კი გარემოზე ზრუნვის აუცილებელი ფაქტორია. ამასთანავე, საზოგადოებაში ელექტრო მანქანების მოხმარების წახალისების მიზნით თბილისში ჩვენი ბანკის სათავო ოფისის წინ განთავსებულია ელექტრო მანქანის დამტენი, რომლის მოხმარება ნებისმიერ ელექტრო მანქანის მფლობელს შეუძლია.  განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ დამტენის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება და მას უკვე მუდმივი მომხმარებლებიც ჰყავს. უახლოეს მომავალში ანალოგიური დამტენის დადგმას ვგეგმავთ ბათუმშიც.

M: თქვენი თქმით, ბუნებრივ რესურსებს სხვა მეთოდებითაც უფრთხილდებით. გვიამბეთ, რას გეგმავთ კიდევ?

გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდი ყურადღება ექცევა ალტერატიული ენერგიების გამოყენებას, როგორებიცაა მზის, ქარის, წყლის, და გეოთერმული ენერგიები. ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. გამოვყოფდი მზის ელექტროსადგურის პროექტს რომლის დამონტაჟებასაც ვგეგმავთ ჩვენი სათავო ოფისის სახურავზე.  გამომუშავებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება შიდა მოხმარებისთვის, შეამცირებს გარემოზე ჩვენს ნეგატიურ ზემოქმედებას და ვფიქრობთ სტიმულს მისცემს ადგილობრივ ბიზნესებს აითვისონ საწარმოს, სასაწყობო ფართის ან ოფისის თავისუფალი სახურავი, გააკეთონ მცირედი ინვესტიცია მზის ენერგიის სადგურში და მოიხმარონ სუფთა, განახლებადი რესურსისგან გამომუშავებული ელექტროენერგია.

M: თქვენი აზრით, რა როლი აქვს საბანკო სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციას ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების თვალსაზრისით?

ვფიქრობ, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციების და მათ შორის ბანკების პასუხისმგებლობის გაცნობიერება გარემოს მიმართ აუცილებელია. საბანკო სექტორის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დაკრედიტებას, მწვანე დაფინანსების სტიმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ბიზნეს მიმართულება, სტარტაპი იქნება ეს თუ უკვე შემდგარი ბიზნესი, თავისი საქმიანობით რაც შეიძლება ნაკლებ ზიანს უნდა აყენებდეს გარემოს, რაც მიღწევადია გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხორციელებით.

M: მოიაზრებთ, რომ უფრო ფართო მასშტაბით განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრი?

ეკონომიკური საქმიანობა გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე შიდა აქტივობების დაგეგმვისას. ჩვენ მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების უმეტესობას და ზოგადად შეზღუდული რესურსების გონივრულად მოხმარებას მუდმივი ხასიათი აქვს, რადგან გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ იმიჯის ნაწილი, არამედ ჩვენი ყოველდღიურობაა. პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობა, რასაც პროკრედიტ ბანკი  საქართველოში 1999 წლიდან ეწევა, გულისხმობს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას.

[R]

რა დავარქვათ რუსთაველი ბიჭუნას ქანდაკებას?

სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენა შეიქმნება