in

„პროკრედიტ  ჯგუფმა“ 2020 წლის  შემაჯამებელი ზემოქმედების  ანგარიში გამოაქვეყნა

ჩვენ ვალდებულებად მივიღეთ, ვიყოთ პასუხისმგებლობიანი ბანკი, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპებით ხელმძღვანელობს, – დოქ. კლაუს პიტერ ცაიტინგერი

„პროკრედიტ ჯგუფი“, მე-4 წელია, რაც რეგულარულად აქვეყნებს პასუხისმგებლობიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ, შემაჯამებელ ანგარიშს – ეს ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევიათ, უკვე წარადგინეს დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს და სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია: ბანკის პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის, სოციალური საქმიანობისა და კორპორაციული მართვის კუთხით (ESG). ანგარიში დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის პასუხისმგებლობიანი საბანკო საქმიანობა „პროკრედიტ ბანკისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამასთან, გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია გასული წლის მანძილზე ჯგუფის მიღწევებზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე ეკოლოგიის, მწვანე დაფინანსებისა და პერსონალის  კუთხით.

ბროშურაში ცალკე პუნქტად არის მოცემული „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ სოციალურად პასუხისმგებელი მიდგომები და ამ მიმართულებით  არსებული მნიშვნელოვანი ფაქტები ბანკის 2020 წლის ისტორიიდან.

სრული ინფორმაციის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს.

 

[R]

„ლისი ტოპოგრაფი“ – კერძო სახლების ახალი, დასავლური ტიპის უბანი, ლისის ტბის ნაპირთან

4 დღიანი სამუშაო კვირა თანამშრომელთა ეფექტურობას 40%-ით ამაღლებს