in

პროკრედიტ ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკინგი, თქვენი ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისთვის

დაცული „ონლაინ“ სივრცე, მოლაპარაკე სისტემა, სწრაფი და კომფორტული ციფრული გარემო“ – ასე განმარტავენ „პროკრედიტ ბანკშიინტერნეტ ბანკინგის ახალ სერვისს, რომელიც  უკვე ხელმისაწვდომია.

გერმანულმა ბანკმა, დისტანციური სერვისების დანერგვის პარალელურად, სრულიად გარდაქმნა მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ინტერნეტ ბანკინგის სერვისი და ამ პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, დრო და ადამიანური რესურსი გამოყო.

თუ რა სიახლეები დახვდება  მომხმარებელს ახალ ინტერნეტ ბანკინგში, ამის შესახებ „პროკრედიტ ბანკის“ ელექტრონული ბანკინგის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კახელი საუბრობს.

რამ განაპირობა ცვლილება ინტერნეტ ბანკინგის პროდუქტში, რომელიც თქვენი კლიენტებისთვის კარგად ნაცნობი იყო?

ქეთევან კახელი: დამეთანხმებით, რომ ცვლილებები და მოდიფიკაციები აუცილებელია, თუ გსურს, განვითარდე. არის სიახლეები, რომელსაც უბრალოდ ვერ მოარგებ არსებულს და საჭიროა, სხვა თვალით დაინახო მიმდინარე პროდუქტი. გამოწვევად მიიღო და გარდაქმნა ისე, რომ ის საბოლოო მომხმარებლისთვის უკეთეს შესაძლებლობად აქციო.

ჩვენც სწორედ ასე შევხედეთ ინტერნეტ ბანკინგის სერვისს, რომელიც დიჯიტალიზაციის ერაში, ძირითად საბანკო არხს წარმოადგენს.

მომხმარებელი ტრანზაქციების 90% სწორედ ბანკში ვიზიტის გარეშე ინტერნეტით ასრულებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, „ონლაინ“ გარემო სრულად პასუხობდეს მათ საჭიროებას, იყოს თანამედროვე, დაცული, მრავალფუნქციური და ასევე – მარტივად ადაპტირებადი. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი, შევისწავლეთ მომხმარებლის საჭიროება, რა ძირითადი შენიშვნები და სურვილები ჰქონდათ მათ და შესაბამისად მოვერგეთ.

აქვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, პროდუქტის განვითარებას ვაგრძელებთ და ეტაპობრივად ახალ ფუნქციონალებს და სიახლეებს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ეტაპს, სივრცე, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, არის თანამედროვე დიზაინის პრინციპებზე აგებული, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან ინტეგრირებული და მაქსიმალურად ცოცხალი ორგანიზმი – სისტემა, რომელიც გესაუბრებათ და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას იქ გაწვდით, სადაც გჭირდებათ.

ახალი ინტერნეტ ბანკინგი უკრაინულ კომპანია „არტკაისთან“ ერთად შევქმენით, ერთად ვიპოვეთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ მომხმარებლამდე სწორედ ამ სახით მოგვეტანა ჩვენი პროდუქტი.

მეტი, რომ გვითხრათ, როგორია ახალი ინტერნეტ ბანკინგი თქვენი კლიენტებისთვის და მათი ბიზნესისთვის?

ახალ ინტერნეტ ბანკინგს  მოლაპარაკე სისტემას ვუწოდებთ, რადგან მისი დახმარებით თქვენ ნაკლებად გიწევთ მოდულებში სასურველი სერვისის ძებნა, სისტემა თავად გთავაზობთ ერთი ოპერაციიდან მეორეზე გადასვლას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოვახდინეთ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების და საბაზისო ინფორმაციების შესაბამისს სერვისებში ინტეგრირება.

ახალი  ფუნქციონალებიც მუდმივად დაემატება და მომხმარებლების ყველა მოთხოვნასა და საჭიროებას უპასუხებს. დანერგვის პირველ ეტაპზე კი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ის ძირითადი სერვისები, რაც ყოველდღიურ საბანკო მოთხოვნებს აკმაყოფილებს: ანგარიშების და პირადი მონაცემების მართვა, ძლიერი ავთენტიფიკაციის სერვისის გააქტიურება, გადარიცხვები და კონვერტაციები, კომუნალური გადახდების ერთობლივად შესრულება – ერთი კლიკით, სრულიად განახლებული ტრანზაქციების გვერდი, ანაბრის გახსნა ფიზიკური პირებისთვის, ვალუტის კალკულატორი და სხვა საბანკო ინფორმაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი ინტერნეტ ბანკინგი, ეს არის კომბინაცია თანამედროვეობის, დაცულობის, სისწრაფისა და სიმარტივის, რაც სერვისით სარგებლობას კომფორტულს ხდის. თამამად შეიძლება შეგიქმნათ მოლოდინი, რომ ახალი ინტერნეტ ბანკინგის მთავარი ამოცანა, სადა, დახვეწილი და ამავე დროს მაღალი დონის დაცული სივრცის შექმნა მიღწეულია.

ქეთი, რომ შევაფასოთ დღევანდელ საბანკო სექტორში დიჯიტალიზაციის დონე და სად დგას „პროკრედიტ ბანკი“? 

„ონლაინ“ ბანკინგის პრიორიტეტულობას დღეს ყველა ხედავს. თუ აქამდე ვინმეს ეს პროცესი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული, ახლა უკვე ყველა ბიზნესი ცდილობს, მოერგოს ახალ რეალობას. ჩვენ გაციფრულების პროცესები ჯერ კიდევ 2012 წლიდან დავიწყეთ და დღევანდელობასაც  გაცილებით მომზადებულები შევხვდით.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც სექტორში გაციფრულება ძალიან შორეულ პერსპექტივად გვეჩვენებოდა, ახალი სტრატეგია დავსახეთ – ტრადიციულ ბანკინგს ახლებურად შევხედეთ და ყველა ფილიალის თვითმომსახურების სივრცეებით აღჭურვა დავიწყეთ, სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად, სასურველ დროს შეძლებდა საბანკო ოპერაციის შესრულებას. სივრცეებში, ეტაპობრივად, ვამატებდით მრავალფუნქციურ უახლესს აპარატებს და შედეგად ფულადი ოპერაციები ფილიალიდან სრულად გადავიტანეთ თვითმომსახურების სივრცეებში, დავნერგეთ „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე კონცეფცია“. შემდგომ ეტაპზე, ბანკმა „დაირექთი“ შესთავაზა ფიზიკურ პირებს, რაც გულისხმობს სრულ საბანკო მომსახურების დისტანციურად შესრულებას. ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რაც სრულ გაციფრულებას აკლდა, იყო ანგარიშის დისტანციურად გახსნის შესაძლებლობა და ისიც 2020 წლის მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია ვიდეო იდენტიფიკაციის სერვისით, რომელიც ბაზარზე უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ფილიალში ვიზიტის გარეშე, „ონლაინ“ იხსნება ანგარიშები, მათ შორის საზღვარგარეთიდან. შედეგად, დღეს საბანკო ოპერაციები ძირითადად „ონლაინ“ სრულდება, მინიმუმამდეა დაყვანილი ფილიალებში ვიზიტის საჭიროება, შესაბამისად, შემცირებულია ვირუსის გავრცელების რისკიც.

მნიშვნელოვანია, აქვე ხაზი გავუსვათ უსაფრთხოების კომპონენტს. საბანკო მომსახურება უნდა იყოს მარტივი და  ამავდროულად დაცული, ამ ორი კომპონენტის ბალანსის გარეშე ვერ მივიღებთ სრულყოფილ პროდუქტს.

და ბოლო კითხვა, ელექტრონული ბანკინგის განვითარების მიმართულებით, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

მნიშვნელოვანია, რომ მალე ახალ შესაძლებლობებს ჩვენს ბიზნეს კლიენტებსაც მივცემთ, რაც ფილიალში ვიზიტის გარეშე იურიდიული პირების სრულ მომსახურებას გულისხმობს. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვხვეწთ საბანკო სერვისს და სიახლეებსაც  შესაბამისად ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Logisticswise, E-commerce კომპანიებს, სრული ლოჯისტიკური ციკლის „აუთსორსს“ სთავაზობს

„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა – პასუხისმგებლიანი თამაში martetamashi.ge