in

რა თანამედროვე შესაძლებლობებს ეხმაურება ProdAct-ის წლის მთავარი ღონისძიება?

ტექნოლოგიური სფეროს სწრაფი განვითარების პარალელურად, სულ უფრო იზრდება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვი. ქართული ბაზრით არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ინტერესდება, რაც ამ მიმართულების სპეციალისტების მზარდ პერსპექტივაზეც აისახება. ინფორმაციის მიმოცვლისა და პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, ProdAct Community Georgia ჩამოყალიბდა, რომელიც მსგავსი ინტერესების ადამიანებს უყრის თავს, ეხმარება განათლების მიღებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და Networking-ში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები. ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 ოქტომბერს, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება და პროფესიულ შესაძლებლობებსა და თანამედროვე ტენდენციებზე გაამახვილებს ყურადღებას. ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ამ ბმულს მიყევით.

ProdAct კომუნისა და 8 ოქტომბრის კონფერენციის შესახებ, გიორგი ლომიძე გვესაუბრა.

M: როგორ შემუშავდა კონცეფცია და რას მოიცავს ის?

ProdAct-ის შექმნის იდეა ამავე სფეროში მომუშავე ადამიანებს გაგვიჩნდა. ერთად ვიმუშავეთ იდეაზე, შევქმენით ბრენდი და ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, რომელიც შედგება რამდენიმე მიმართულებისგან:

  • საკომუნიკაციო არხი – Slack-ის ჩენელი, სადაც კომუნას ყველა წევრია გაერთიანებული და ამ დროისათვის, რამდენიმე ასეული ადამიანისგან შედგება
  • ProdAct Meetups – ყოველთვიური შეხვედრები, რომელსაც დაახლოებით 150 ადამიანი ესწრება. თითოეული Meetup იქმნება კონკრტული თემის გარშემო და სპიკერების შერჩევაც ამის მიხედვით ხდება.
  • ProdAct Podcast – წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ პოდკასტების სერია, რომლის მიზანია Meetup-ზე განხილული თემის გაშლა უფრო ფართო საზოგადოების წინაშე.
  • ProdACt Course – ჩვენს პარტნიორ „ციფრული ინდუსტრიის აკამედიასთან“ ერთად შევქმენით ახალი კურსი „ციფრული პროდუქტების შექმნა – იდეიდან პროდუქტამდე“. გვინდა, ადამიანებს ციფრული პროდუქტის შექმნაზე ცოდნის მიღებასა და პროფესიულ ზრდაში დავეხმაროთ.
  • ProdAct Conference – წლის მთავარი ღონისძიებაა, სადაც როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპიკერები ისაუბრებენ ციფრული პროდუქტების შესახებ. ჩვენი პირველი კონფერენცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, რედისონში.

M: რატომ არის ამ ტიპის კომუნის შექმნა მნიშვნელოვანი?

როგორც აღვნიშნე რამდენიმე ძირითადი ფაქტორია:

  • საქართველოში Product Management-ის ცნობადობის გაზრდა.
  • ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გაერთიანება;
  • ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების  დახმარება ცოდნის მიღებასა და Networking-ში
  • ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების წახალისება

M: ვის და როგორ შეუძლია გახდეს ProdAct-ის კომუნის ნაწილი?

ProdAct Community-ში გაწევრიანებაზე ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას სურვილი. განაცხადის გაკეთება უნდა ჩვენს ვებგვერდზეა შესაძლებელი, შემდეგ კი, სხადასხვა ბენეფიტით ისარგებლებს, მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საქმიანობაში და ჩართული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

M: როგორი იქნება ProdAct-ის წლის მთავარი ღონისძიება?

ProdAct Community-ის ორგანიზებით 8 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საქართველოში პირველად ჩატარდება Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია – ProdAct Conference 2023.

კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება პროდუქტის მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე. ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე:

  • წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა
  • პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის ტრენდების და სტრატეგიების გაზიარება
  • მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა
  • Agile მეთოდოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში

მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს 30-მდე ქართველი და საერთაშორისო სპიკერის, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრულ ტრანსფორმაციაში.

პროგრამა დატვირთული იქნება ინსპირაციული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებითა და სტარტაპებისთვის განკუთვნილი კონკურსით, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა წარუდგინონ თავიანთი იდეები ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს.

კონფერენციის გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, ასევე: Gulf, Veli Store,PSP, Noxtton, BRID, Entrepreneur.ge, Marketer.ge, BMG.

M: მიმოვიხილოთ, რა აქტივობები განახორციელეთ ამ დრომდე და როგორია მიღწეული შედეგები?

წელს, 4 წარმატებული ღონისძიება გვქონდა:

ProdAct Kick Off Meeting

2023 წლის პირველ მარტს გაიმართა ჩვენი პირველი, გახსნითი ღონისძიება, რომლის ძირითადი თემა იყო ციფრული პროდუქტების მენეჯმენტი სტარტაპებში და მოწვეული გვყავდა შემდეგი სტარტაპები: Pulsar AI, Wempler, Lawformer/ დამატებით, სპიკერები გვყავდა Gulf-დან და eMoney-დანაც.

Sprint 01 – Date driven product management and marketing 

Sprint 01-ზე საქართველოს ბანკთან და ველი სთორთან პარტნიორობით, ციფრულ პროდუქტებსა და მარკეტინგში მონაცემების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. დიდი მოთხოვნის მიუხედავად, შეზღუდული სივრცის გამო, მსურველთა მხოლოდ 40%-მა შეძლო დასწრება.

Sprint 02 – Product management and marketing in e-commerce

შემდეგ იყო Sprint 02, სტარტაპ ფეიზისთან და ექიმოსთან პარტნიორობით, რომელზეც განვიხილეთ E-commerce-ის გლობალური ტრენდები, სამომავლო განვითარება და ამ მიმართულებით არსებული სტარტაპები.

Sprint 03 – The role of payments in product management 

Sprint 03 საქართველოს ბანკთან, ჯიტასთან და ვიზასთან თანამშრომლობით ჩატარდა. კომუნის წევრებს, საქართველოს ბანკის Product Owner-მა, მობაილ ბანკის ახალ ფუნქციონალზე, 24/7-ზე გაუზიარა ინფორმაცია, ხოლო ვიზას გუნდის წევრმა პროდუქტის მენეჯმენტში გადახდების როლზე ისაუბრა. ივენთის ბოლოს, ტრადიციულად, ჩატარდა პანელური დისკუსიები და Q/A, სადაც სპეციალისტებმა ცოდნა გაუზიარეს დამსწრე აუდიტორიას.

M: როგორია სამომავლო ხედვა – რას შეცვლის ProdAct გრძელვადიან პერსპექტივაში?

გვინდა, აღნიშნული აქტივობები გაგრძელდეს და გაფართოვდეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პლატფორმებთან კოლაბორაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, გავიზარდოთ როგორც ორგანიზაცია და ამასთან, დავეხმაროთ ადგილობრივ კომპანიებსა და პროფესიონალებს პოზიციონირებასა და განვითარებაში.

[R]

რას ნიშნავს იყო ზნეობრივი ლიდერი?

თითის ანაბეჭდის ალტერნატივა ადამიანში — კვლევა