ProdAct Community-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 8 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. ეს არის პირველი თავყრილობა ქვეყანაში, რომელიც ძირითადად ციფრულ პროდუქტებს მიეძღვნება და ამ სფეროში დასაქმებულ ქართველ პროფესიონალებს გააერთიანებს.
რას ნიშნავს ციფრული პროდუქტი, რა ეტაპებს გადის პროდუქტი ინიციაციიდან დასრულებამდე და როგორია აღნიშნული კომუნის მდგომარეობა საქართველოში — სწორედ ამ თემებზე საუბრობენ საინტერესო პოდკასტის სტუმრები: ლუკა ქობალია, საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკის პროდუქტის ლიდი და გიორგი ლომიძე ProdAct-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი.