in

8 ოქტომბერს „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართება

ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 ოქტომბერს Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება, რომელიც 400 სტუმარს უმასპინძლებს. კონფერენციის მთავარი თემატიკა კი პროდუქტების მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე იქნება ფოკუსირებული.

თავის მხრივ, ორგანიზატორების მიზანია, მონაწილეებს სათანადო ცოდნა მიაწოდონ და გააცნონ სტრატეგიები, რომლებიც მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვისაა საჭირო.

კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე:

  • წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა
  • Product design: Here’s how we do it
  • მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა
  • Agile მეთოდოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში

ღონისძიება 11:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება და მთლიანობაში ხუთ სექციას მოიცავს, რათა ზემოთ ჩამოთვლილი თემები სრულად დაიფაროს. ყველაფერი სტარტაპ სექციით დაიწყება, სადაც ორგანიზატორების მიერ შერჩეული 5 სტარტაპი წარდგება სტუმრებისა და ჟიურის წინაშე, რომელთა წევრებიც შეაფასებენ და საბოლოო გამარჯვებულსაც გამოავლენენ. გამარჯვებული სტარტაპი კი Globalize-ის მიერ დაორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. ხოლო დანარჩენი 4 წარდგება Startup Central Eurasia-ს მიერ დაორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე.

რაც შეეხება დანარჩენ სექციებს, კონფერენცია დატვირთული იქნება ინსპირაციული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებითა და სტანდარტული სფიჩებით. ამის ფარგლებში, 30-მდე სპიკერი ისაუბრებს — როგორც ქართული წარმატებული კომპანიებიდან (Bog, Gulf, PSP, VEli.Store და ა. შ.), ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან (Google, Miro, Spotify, Stanford). პანელური დისკუსიები კი 3 თემას დაფარავს: Product Unboxing, Product Design და Georgians in the Global tech world.

გარდა ამისა, ინტერვიუ ჩატარდება ლევან გომშიაშვილთან, საქართველოს ბანკის ციფრული და მარკეტინგის მთავარ ხელმძღვანელთან.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს — მართალია, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პირველი კალათის ბილეთები უკვე ამოწურულია, მაგრამ მეორე კალათაში ჯერ კიდევაა ადგილები დარჩენილი.

კონფერენციის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი, ასევე: Gulf, Veli Store,PSP, Noxtton, BRID, Entrepreneur.ge, Marketer.ge, BMG.


მთლიანობაში, ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და კომუნიკაციაში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები.

[R]

3 გზა, რომლითაც მომხმარებელთა ინსაითები საუკეთესო CMO-დ გაქცევთ

ილუსტრაციები, რომლებშიც ადამიანების სიმშვიდე და მიმღებლობაა აღბეჭდილი