in

რა ეხმარება კომპანიას კარგი ლიდერების გამოზრდაში?

2018 წელს S&P 1500-ში ჩამოთვლილ 31 კომპანიას GE-ს ყოფილი თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ. GE ცნობილი იყო, როგორც „აკადემია-კომპანია“, რომელიც უფრო მეტ ტალანტს ქმნის, ვიდრე ფლობს, ზრდის ეფექტურ ლიდერებს სხვა ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებშიც კი. ტალანტის ინკუბატორები ბიზნესის სამყაროს მახასიათებელია 1970-იანი წლებიდან.

2020-იანების ტალანტების ლანდშაფტის უკეთ გასაგებად, Official Board-მა გამოჰკითხა 853 აღმასრულებელი ამ თემაზე (2023 წლის იანვარსა და თებერვალში). საინტერესო იყო, როგორ ხდებიან კომპანიები ტალანტების ინკუბატორები და რა თვისებები/პრაქტიკა ხდის მათ გამოცდილებას უნიკალურს. „აღმასრულებელი“ განისაზღვრა, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი, აღმასრულებელი დირექტორი, აღმასრულებელი პირი, რომელიც უშუალოდ ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე, ან მენეჯერი, რომელიც ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. გამოკითხვის მონაწილეები მუშაობდნენ ისეთ საშუალო და დიდ კომპანიებში, რომელთა წლიური შემოსავალი 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო, მათ შორის Global Fortune 500, Global Forbes 2000 და Russell 3000 კომპანიები. გამოკითხვას დაემატა ინტერვიუები აღმასრულებელ კვლევით კონსულტანტებთან.

კვლევის რესპონდენტებმა დაასახელეს საკუთარი ფუნქცია, ინდუსტრია და რეგიონი. შემდეგ, მათ სთხოვეს დაესახელებინათ საუკეთესო სამი ნიჭიერი ინკუბატორი თითოეულ ამ კატეგორიაში. ქვემოთ მოცემულ გაერთიანებულ ცხრილში მოცემულია 25 ყველაზე ხშირად მოხსენიებული კომპანია.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციების უმეტესობა არის ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიის ნაწილი. ეს ტიპურია ტალანტების ინკუბატორებისთვის – ადამიანურ რესურსებში დიდი ინვესტიცია და ორიენტირება განვითარებაზე, რაც ძალიან საჭიროა ტალანტის ინკუბატორისთვის, უფრო ადვილია იმ ინდუსტრიებში.

25 ყველაზე ნახსენებ კომპანიას შორის, ოთხი იყო საკონსულტაციო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ექსპერტიზის განვითარება ასეთი ორგანიზაციების ძირითადი ბიზნესის ნაწილია. ასევე, ჩამონათვალში ხუთი იყო ტექნოლოგიური კომპანია.

არსებობს მკაფიო განსხვავება – და გარკვეულწილად, კულტურული გამიჯვნაც – მეოცე საუკუნის ტალანტების კლასიკური ინკუბატორების მიდგომასა და დღევანდელ წამყვან კულტურას შორის. ბევრი ადამიანი გაიზარდა ინდუსტრიაში, CPG-ში, Pharma East Coast-ში, სადაც იყო 20-წლიანი სერიოზული აზროვნებითი მემკვიდრეობა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, – განმარტა ერთ-ერთმა კვლევითმა კონსულტანტმა.

რას აკეთებენ ტალანტების თანამედროვე ინკუბატორები განსხვავებულად?

რესპონდენტებს ჰკითხეს: „როდესაც თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებზე ფიქრობთ, რა კონკრეტულ ქმედებებს მიმართავენ ისინი, რომ უფრო მეტად აკადემიურ კომპანიებად გარდაიქმნან? ეს იყო ღია შეკითხვა, ამიტომ რესპონდენტებს შეეძლოთ ეპასუხათ საკუთარი სიტყვებით, ვრცლად. შედეგად მკვლევრებმა მიიღეს 500-ზე მეტი პასუხი და გამოავლინეს ოთხი თვისება, რომლებიც განასხვავებენ დღევანდელ ტალანტ-ინკუბატორებს.

ისინი ატარებენ სტრატეგიულ მიდგომას ტალანტის მოზიდვისთვის, განვითარებისა და შენარჩუნებისთვის

ეს ორგანიზაციები ბაზარზე განიხილება, როგორც მაღალი ხარისხის ტალანტის წყარო. „ადამიანები მიდიან ამ კომპანიებში, რომ ისწავლონ და ააშენონ თავიანთი კარიერა“, – წერს ერთ-ერთი რესპონდენტი. „მათ ჩაუყარეს საფუძველი დიდ ბიზნესმენებს,“ – თქვა მეორემ და აღნიშნა, რომ ტალანტების ინკუბატორები „რეგულარულად გამოარჩევენ საუკეთესო აღმასრულებლებს, რომლებიც გახდებიან ინდუსტრიის ლიდერები“…

გარდა რეკრუტირებისა და დაქირავებისა, ტალანტების ინკუბატორები ასევე გამოირჩევიან ორგანიზაციის შიგნით ტალანტის იდენტიფიცირებასა და მათში ინვესტირებაში. ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ამ კომპანიებს აქვთ „მოწოდება განავითარონ ლიდერები ორგანიზაციის ყველა დონეზე“ და შეუქმნან შიდა მობილობის შესაძლებლობები (აღმავალი, ჰორიზონტალური და საერთაშორისო).

ისინი დიდ ინვესტიციას დებენ ტრენინგსა და განვითარებაში

ტალანტების ინკუბატორებს აქვთ გრძელვადიანი ხედვა, თანამშრომლების განვითარებასთან დაკავშირებით. ბევრმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ტალანტების ინკუბატორები დიდ აქცენტს აკეთებენ გამოცდილების მრავალფეროვნებაზე.

აქვთ ძლიერი კულტურა

ასეთი ინკუბატორების იდენტიფიცირება ხდება მაღალი ხარისხისა და მაღალი ღირებულების მქონე კულტურებით; საკმარისი რესურსები განვითარებითა და ოპერაციული გამართულობით. 65-მა რესპონდენტმა მოიხსენია „კულტურა“, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი. კულტურული ფასეულობები, განსაკუთრებით „ადამიანებში ინვესტიცია“, უნდა იყოს ასახული ლიდერების მიერ და ხდებოდეს კომუნიკაცია ორგანიზაციის შიგნითაც და მის გარეთაც. ტალანტების ინკუბატორებს აქვთ რესურსები და მისწრაფება, მუდმივად უწყობდნენ ხელს თავიანთი ლიდერების განვითარებას.

მათ პატივს სცემენ ინდუსტრიაში

ტალანტების ინკუბატორებს აქვთ მდგრადი რეპუტაცია – ისინი ადგენენ ინდუსტრიის სტანდარტს მაღალი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილებით, ინოვაციური პროდუქტებითა და ძლიერი ინტელექტუალური ბაზით.

ისინი მონაწილეობენ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებში

გამოკითხვის მიხედვით, ტალანტების ინკუბატორებს აქვთ უფრო ფართო ხედვა „ღირებულების შექმნისა და სოციალური ზემოქმედების, პროდუქციის/მომსახურების მიღმა სანდოობისა და ჩართულობის წარმოქმნის შესახებ“. ეს ხედვა გლობალურია და ასეთ კომპანიებს აქვთ „ზეგავლენა საჯარო პოლიტიკაზე“, ამასთან ერთად არიან ჩართულნი ადგილობრივ თემებში.

წყარო: HBR



როგორ აფასებს „კერხერ-საქართველო“ სფოთლაითის მნიშვნელობას

როგორ წამოვიწყოთ საუბარი წვეულებებზე? — 6 რჩევა