მენეჯმენტის მიმართულება მრავალფეროვანია: პროდუქტის მენეჯერი, პროექტის მენეჯერი, პროდუქტის განვითარების მენეჯერი… თითოეული მათგანის ფუნქციები და პასუხისმგებლობები განსხვავდება, ისევე, როგორც მათი ძირითადი დანიშნულება თქვენს ორგანიზაციაში. პროდუქტის განვითარების მენეჯერები დიდ როლს თამაშობენ თქვენი ბიზნესის ზრდასა და წარმატებაში.
რას აკეთებს პროდუქტის განვითარების მენეჯერი?
პატარა გუნდებში – სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებში – პროდუქტის განვითარების მენეჯერი, უხელმძღვანელებს პროდუქტის ზრდის მთელ პროცესს, თავიდან ბოლომდე. ეს მოიცავს ლიდის მოძებნიდან, მომხმარებელთა შენარჩუნებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.
მოზრდილ ორგანიზაციებს უფრო მეტად აქვთ რესურსები სამუშაო სპეციფიკის გასაუმჯობესებლად – პროდუქტის განვითარების მენეჯერი აუმჯობესებს კონკრეტულ ბიზნეს მიზანს. ისინი ამას აკეთებენ სხვადასხვა მოკლევადიანი ზრდის ექსპერიმენტებით, რათა გააუმჯობესონ და გაზარდონ ეფექტურობა მთელს ორგანიზაციაში.
რა პოზიცია აქვს პროდუქტის განვითარების მენეჯერს თქვენს გუნდში?
პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიცია დგას სადღაც თქვენი პროდუქტის გუნდსა და მარკეტინგის გუნდს შორის. განსხვავებები ის საკითხებია, რომლებსაც ეს გუნდები სვამენ და პასუხობენ.
ორგანიზაციის სხვადასხვა გუნდი ორიენტირებულია პროდუქტის სხვადასხვა ასპექტსა და მომხმარებლის მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე.
პროდუქტის მენეჯერი ორიენტირებულია პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრაზე – როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის. ისინი ხელმძღვანელობენ მომხმარებელთა უკუკავშირით, სწავლობენ მათ საჭიროებებს და პროდუქტის შემქმნელთა გუნდს აცნობებენ, რა უნდა გაკეთდეს, მაგალითად, დაინერგოს ახალი ფუნქციები თუ არსებული გაუმჯობესდეს.
პროდუქტის განვითარების მენეჯერი ორგანიზაციის ზრდის განსაზღვრაში გეხმარებათ
პროდუქტის განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელია თქვენი ბიზნესის ზრდის ძირითადი სფეროების პოვნასა და ზრდის სტრატეგიის შემუშავებაზე. ამას კი ბიზნესის მოდელის გათვალისწინებით ახერხებენ.
პროდუქტის განვითარების მენეჯერები აანალიზებენ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი – ისინი უყურებენ ზრდის შესაბამის მეტრიკას და განსაზღვრავენ მოგებასა და ზარალს. ისინი ატარებენ ექსპერიმენტებსაც და აკვირდებიან ზრდას, რათა შეაფასონ შესაძლო ვარიანტები და საბოლოოდ, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ზრდაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ, გრძელვადიან პერსპექტივაში.
პროდუქტის განვითარების მენეჯერი ახალ ბაზრებზე გაფართოებაში გეხმარებათ
პროდუქტის განვითარების მენეჯერები ხშირად არიან საჭირო ახალ ბაზრებზე შესვლისას. ისინი განსაზღვრავენ იმ გამოწვევებს, რაც ბიზნესს ახალ ბაზარზე შესვლისას ელის და ხშირად, ფოკუსირდებიან ერთ ამოცანაზე, როგორიცაა მომხმარებლის შეძენა.
პროდუქტის განვითარების მენეჯერი თვალყურს ადევნებს მეტრიკას და აუმჯობესებს მას
პროდუქტის განვითარების მენეჯერს ევალება კონკრეტული მეტრიკის ღრმა ანალიზი. ის აკვირდება მეტრიკას ზრდის ალტერნატივის განსაზღვრისთვის და შემდეგ, პროგრესის მონიტორინგისთვის იყენებს.
როგორია პროდუქტის განვითარების კარგი მენეჯერი?
ის არის კარგი კომუნიკატორი, მოაზროვნე, ხელომძღვნელი, მოქნილია სწავლისას, სვამს ინოვაციურ კითხვებს, ეძებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ბიზნესის ზრდის პროცესში, ადაპტირდება.
პროდუქტის განვითარების მენეჯერის როლი შედარებით ახალია. ამ მიმართულების შესწავლა შესაძლებელია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა გამოცდილების დაგროვება და დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა ევალება პროდუქტის განვითარების მენეჯერს?
ის განსაზღვრავს განვითარების მიზნებსა და მეტრიკას, აანალიზებს კომპანიის მიმდინარე ამოცანებს, მართავს პროდუქტის განვითარების გუნდს, აკეთებს შედეგების რეპორტინგს.
რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობები განსხვავდება ბიზნეს მოდელის, პროდუქტის ტიპისა და ინდუსტრიის მიხედვით.
მაგალითად, აქ უფრო მეტად SaaS პროდუქტებზე და მათ ზრდაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
პროდუქტის განვითარების მენეჯერი ხშირად იყენებენებ მეკობრულ მეტრიკას (AARRR ან RARRA), სადაც მათ შეუძლიათ იქონიონ გავლენა ორგანიზაციულ ზრდაზე. პირველ რიგში, აუცილებელია კრიტერიუმების ჩამოყალიბება, პროგრესის ზუსტად გასაზომად. ასევე, მნიშვნელოვანია სტრატეგიის შექმნა და ამოცანების იდენტიფიცირება, რაც მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე პერფორმანსის გაანალიზება
პროდუქტის განვითარების მენეჯერების კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა საჭირო მონაცემების შეგროვება, მიმდინარე მუშაობის გასაანალიზებლად. მიზნების განსაზღვრის შემდეგ, ზრდისკენ მიმავალი გზა უფრო ნათელი ხდება.
პროდუქტის განვითარების გუნდის მართვა
პროდუქტის განვითარების მენეჯერები ხშირად მართავენ გუნდს, რათა მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიების შესრულება შეძლონ. პროდუქტის განვითარების მენეჯმენტი მოიცავს უამრავ ცდასა და შეცდომას.
რეპორტინგი პროდუქტის განვითარების შესახებ
პროდუქტის განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელია ძირითადი მეტრიკის თვალყურის დევნებაზე და პროგრესის მაჩვენებლების უფრო ფართო გუნდთან გაზიარებაზე. შესაბამისად, მისი ფუნქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეპორტინგია, სადაც ის თავს უყრის ცნობებს ბიზნესის ზრდის კონკრეტულ მეტრიკებზე, როგორიცაა მომხმარებელთა მოპოვების ხარჯი და ლიდების კონვერსიის მაჩვენებლები.
წყარო: chameleon