Product Hunt-ის კონკურსის რჩეულებს შორის ქართული სტარტაპი STORI AI მოხვდა. მსოფლიოს წამყვანმა ტექ-პლატფორმამ Golden Kitty Awards-ზე, ხმის მიცემისა და ჟიურის წევრების დახმარებით გამოავლინა 4 რჩეული სტარტაპი, რომელთა შორისაც ერთი გამარჯვებული და სამი Runner-up პოზიციის სტარტაპია, მარკეტინგისა და გაყიდვების კატეგორიაში, მათ შორის, STORI AI. ამრიგად, ქართული სტარტაპი Product Hunt-ის „დიდების ხეივანში“ აღმოჩნდა და 2023 წლის საუკეთესო პროდუქტებს შორის დაიკავა ადგილი.
სანდრო ოქროპირიძე, STORI AI-ის დამფუძნებელი: „Golden Kitty Awards ზუსტი თარიღი და ნომინაციები წინასწარ არ არის ხოლმე ცნობილი, პირდაპირ ცხადდება და უცბად გიწევს მარკეტინგული კამპანიის მომზადება და აქტივობების დაგეგმვა. მაინც მოვახერხეთ სწრაფად რეაგირება. Golden Kitty Awards-ს იგებს 4 პროდუქტი, არის 1 გამარჯვებული და 3 თანაბრად Runner-up. ახლა, Product Hunt-ის Hall Of Fam-ში ვართ და მუდმივად ვიქნებით 2023 წლის საუკეთესო პროდუქტებს შორის. ჩვენს კატეგორიაში პირველ ადგილზე ვინც გავიდა, უკვე Series B-ზე დაფინანსების კუთხით, 3 „ლონჩი“ ჰქონდათ Product Hunt-ზე, წლებით ადრე დაიწყეს პროდუქტის შექმნა, ახლა კი $30 მილიონიანი ინვესტიცია აქვთ მოპოვებული. ჩვენ 1 „ლონჩი“ გვქონდა Product Hunt-ზე და მინიმალური რესურსი, სხვებთან შედარებით. ამ დაჯილდოებაზე მარტო ხმის მიცემა არ არის, Product Hunt-ის „კომისიაც“ ერთვება და ისინი ავლენენ საუკეთესო პროდუქტებს.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი