პროდუქტის ფასიან განთავსებაზე ფილმებსა თუ სერიალებში – ე.წ. ფროდაქთ ფლეისმენთზე აქამდეც გვისაუბრია და არც ის დაგვვიწყებია, გასულ წელს, სერიალ ახალგაზრდა პაპსა და ალუბლის კოლა ზეროს მაგალითზე რომ ვყვებოდით კარგი ფლეისმენტის მაგალითს. თუმცა კი, მარკეტერის მკითხველს მაინც შევახსენებთ, რომ ფროდაქთ ფლეისმენტი ფარული რეკლამის ანალოგია, როდესაც ფილმში, კომპიუტერულ თამაშში, წიგნში, ღონისძიებასა თუ გადაცემაში და ა.შ. კონკრეტული პროდუქტის ან მისი ლოგოს რეკლამირება ხდება. თუმცა, Product placement-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მაყურებლებისა თუ მკითხველების უმრავლესობის მიერ, ის არ იყოს აღქმული, როგორც რეკლამა. მთავარია, პროდუქტი იმდენად ორგანულად იყოს კონტექსტს მორგებული, რომ მაყურებელი არათუ გააღიზიანოს, არამედ ქვეცნობიერ დონეზე, ბრენდის შესახებ პოზიტიური წარმოდგენა გაუმყაროს.
სეზონის შესაბამისად, განწყობის შესანარჩუნებლად და ძველი საახალწლო ფილმების მარკეტერის მკითხველთან რამენაირად დასაკავშირებლად, გადავწყვიტეთ, სამი ყველაზე ცნობილი საშობაო ფილმი და ამ ფილმებში გაკეთებული ფროდაქთ ფლეისმენტის მაგალითები გაგვეზიარებინა. ფილმები კი ასე შევარჩიეთ: „მარტო სახლში“ (Home Alone 1990), „როცა ჰარი შეხვდა სალის“ (When Harry met Sally 1989) და „რეალური სიყვარული“ (Love actually 2003).
შენიშვნა: ფილმებიდან, ქვემოთ მოცემული იქნება იმ ბრენდების ფლეისმენტის მაგალითები, რომლებიც ქართული აუდიტორიისთვისაც ცნობილია და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის აუდიტორიას არ ერგება.
დავიწყოთ:
„მარტო სახლში“ – ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს. ეს ფილმის აღწერა, ფროდაქთ ფლეისმენტს რაც შეეხება:
პეპსი
ფლეიბოი
ტაიდი


ქოლგეითი

ტიკ-ტაკი
„როცა ჰარი შეხვდა სალის“ – მეგობრებს ერთი კითხვა სტანჯავთ: „იქნებ, მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?“ – ჩვენ კი ეს კითხვა გვტანჯავს: როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას ფარული რეკლამა?
American Express







რეალური სიყვარული: ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ ბრენდს ჩაუდია ფულადი რესურსი, რომ მათი პროდუქტი ამ ფილმში გამოჩენილიყო. განსაკუთრებით კი, ტექნიკის ბრენდებმა იაქტიურეს:
აბსოლუტ ვოდკას პოსტერი

Apple iMac

ლუდი ბუდვაიზერი
ქენონის ვიდეოკამერა

კარტიე
DHL საკურიერო კომპანია

ლენდ როვერი
NEC – ტელევიზორი
ნესკაფე, კიტ-კეტი
ფილიპსის მონიტორი

ფილიპსის ტელევიზორი
შარფი – ტელევიზორი
სონი – კომპიუტერის მონიტორი

სონი – ტელევიზორი
იამაჰას დრამი
აქამდე თუ შეგიმჩნევიათ ამ ფილმებში კარგად ნაცნობი ბრენდები? და თუ კი, იცოდით, თუ არა, რომ კადრში არცერთი მათგანი შემთხვევით არ მოხვედრილა?
ავტორი: თიკა გეგენავა









