in

როგორ შევქმნათ პროდუქტის რუკა: 6 მნიშვნელოვანი კომპონენტი

კარგი პროდუქტის რუკა გეხმარებათ დაინახოთ ფართო სურათი, გაერთიანდეთ დეველოპერების გუნდთან ერთად, პროდუქტის მიზნების გარშემო და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაც გაზარდოთ. მიუხედავად იმისა, ქმნით ახალ პროდუქტს თუ პრიორიტეტს ახალ მახასიათებლებს ანიჭებთ, პროდუქტის რუკის არსებობა თქვენი სტრატეგიული დაგეგმვის შემდეგ დონეზე გადაყვანაში შეგიწყობთ ხელს. ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ შექმნათ რუკა თქვენი მომდევნო პროდუქტისთვის.

პროდუქტის რუკა ხშირად ცდება მიზანს, როდესაც სწორად არ არის აგებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიდგომას აირჩევთ თქვენი რუკისთვის, არსებობს რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომელიც მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

გაითვალისწინეთ ეს რამდენიმე ნაბიჯი, პროდუქტის რუკის შემუშავებისას:

აცნობეთ პროდუქტის მიზნების შესახებ თქვენს გუნდს: ხელი შეუწყვეთ პროდუქტის რუკის დამოუკიდებლად შექმნას. ნუ უკარნახებთ. საწყის ეტაპზე, მთავარია, კომპანიის ხედვისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გაგება.

ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა თქვენს გუნდთან ერთად: ჩაატარეთ სესია იმის დასადგენად, თუ როგორ დაეხმარება თქვენი პროდუქტი ორგანიზაციას სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

შექმენით შაბლონი: პროექტი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი გუნდის მიდგომას ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ ზედმეტ დეტალებს კონკრეტულ მახასიათებლებზე, რომლებიც განიხილება ან არ არის განხილული.

მოითხოვეთ უკუკავშირი გუნდის წევრებისგან: გაუზიარეთ იგი თქვენს გუნდს და აცადეთ, რომ ყველამ შეძლოს გააზრება. როგორც კი ეს პერიოდი გავა, კიდევ ერთხელ სთხოვეთ გუნდს უკუკავშირი და საჭიროებისამებრ, შეიტანეთ კორექტირება.

წარუდგინეთ რუკა მეწილეებს: თქვენ უნდა გქონდეთ თავდაჯერებულობა, რომ გუნდმა რუკა შესაბამისობაში მოიყვანა ორგანიზაციის/პროდუქტის მიზნებთან, რაც, თავის მხრივ, უნდა მოეწონოთ თქვენს სტეიკჰოლდერებს.

ვინაიდან თქვენი პროდუქტის რუკა და გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ხანგრძლივ ვადებს, ბევრი ძირითადი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პროდუქტის მახასიათებლები უნდა იყოს შესაბამისობაში ხედვასა და სტრატეგიასთან.

პროდუქტის ხედვა

უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის აყენებს თქვენს კომპანიას კონკრეტული პროდუქტის სტრატეგიის შექმნის გზაზე. ეს არის ხედვა იმისა, თუ რა არის სასურველი და რა პოტენციალი აქვს პროდუქტს. ეს ხედვა არ უნდა იყოს საბოლოო, არამედ აუცილებლად გაგრძელდეს შემდგომშიც.

სტრატეგია

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ შიდა და გარე დაინტერესებულმა მხარეებმა იცოდნენ პროექტის საერთო ბიზნეს მიზანი. ახსენით, როგორ მოუტანს ეს პროდუქტი ბიზნესს სარგებელს და როგორ ერწყმის უკვე ჩამოყალიბებულ ხედვას. როგორც კი ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოვა, რუკა გამოსადეგი იქნება ამ სტრატეგიის წინსვლისა და თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად.

მოთხოვნები

თქვენ უნდა მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საჭიროებების გასააზრებლად. ესაუბრეთ გაყიდვების გუნდს და მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფს. მათ იციან, რას გრძნობენ თქვენი მომხმარებლები მიმდინარე პროდუქტებზე, რას ეძებენ და რა ფუნქციების დამატება სურთ. ეს გეხმარებათ განსაზღვროთ ის ფუნქციები, რომლებსაც პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ მომავალი პროდუქტის გამოშვებისას. ესაუბრეთ მათ, ვინც უკვე იყენებს თქვენს პროდუქტებს, დაუკავშირდით მომხმარებლის ექსპერტებს. ამ ორი ჯგუფის შემდეგ გამოიყენეთ თქვენი პირადი გამოცდილება.

პროდუქტის გეგმა

ეს არის სტრატეგია, რომელიც ასახავს, თუ როგორ აპირებს თქვენი ბიზნესი დადასტურებას, რომ პროდუქტის ხედვა შესრულებულია. ეს არის გეგმის შესრულება. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და დაისახეთ კონკრეტული მიზნები ამ ვადებში. არ შეიზღუდოთ თავი. თქვენ მაინც შეინარჩუნოთ ინოვაციურობა და მოქნილობა, მაგრამ უნდა ჩაჯდეთ გარკვეულ ზოგად ვადებსა და ეტაპებში. შეადგინეთ ინიციატივები კვარტალურად ან ყოველთვიურად. ზოგადი თარიღები სასარგებლოა, მაგრამ იყავით მოქნილი.

მეტრიკა

დარწმუნდით, რომ ყველა ფლობს მეტრიკას და რომ ყველა ერთნაირად ზომავს მონაცემებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ისაუბროს ერთსა და იმავე ენაზე ისე, რომ კითხვა არ გაჩნდეს, თუ რა იზომება.

 

წყარო: theproductmanager

როდის უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება?

TikTok Academy მარკეტერებს უფასო კურსებს სთავაზობს!