ლამაზი, მყუდრო ოფისის მოსაწყობად, ყველა კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა, არსებობს გარკვეული ტრენდები, რომ სამუშაო სივრცე მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს, თანამშრომლებმა თავი, რაც შეიძლება, მოხერხებულად იგრძნონ და პროდუქტიულად იმუშაონ.
წარმოგიდგენთ 2018 წლის ტენდენციებს ლამაზი და თან, მოსახერხებელი ოფისის მოსაწყობად:
კარგია, როდესაც შეხვედრების ოთახი კონკრეტულად იმ ჯგუფის, დეპარტამენტის საქმიანობისა და ინტერესების მიხედვითაა მოწყობილი, ვისაც ყოველდღიურად უწევს იქ მუშაობა.

მნიშვნელოვანია, საერთო სივრცეში იყოს ინდივიდუალური მუშაობისთვის გამოყოფილი ერთი ან რამდენიმე კუთხე.

აკუსტიკის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია, განსაკუთრებით, ისეთ ოფისებში, სადაც საერთო სამუშაო სივრცეებია.

სამუშაო ოთახი არ უნდა იყოს მონოტონური, მაგალითად, არ უნდა იდგეს 2 რიგად ჩამწკრივებული მაგიდები. აქ მეტი კრეატივია საჭირო.

მუდმივად შეახსენეთ თანამშრომლებს, რატომ უნდა უხაროდეთ ყოველ დღე სამსახურში მოსვლა, ვიზუალურად დაანახეთ ეს ყველაფერი. ოფისში შექმენით დახვეწილი, მუშაობისთვის სასიამოვნო და მოსახერხებელი გარემო.