in

როგორ ვმართოთ მულტიკულტურული გუნდები? — ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა

დღევანდელ რეალობაში ბუნებრივ მოცემულობად იქცა დისტანციურად მუშაობა — სახლიდან, სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან. თავისთავად, ამან ხელი შეუწყო მულტიკულტურული გუნდების ჩამოყალიბებას, რაც საინტერესოსთან ერთად, დიდი გამოწვევაცაა. სწორედ ამ თემას ეხება ProductTank Tbilisi-ის ამჟამინდელი შეხვედრაც, რომელიც 7 თებერვალს „ტერმინალში“ ჩატარდება.

„როცა თქვენს პროდუქტზე მომუშავე გუნდები იზრდება და მრავალფეროვნდება, მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლოთ მულტიკულტურული გუნდების მართვისა და ლიდერობის საუკეთესო გამოცდილებები. მეორე მხრივ, თქვენს პროდუქტებს იყენებს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პროდუქტების შექმნის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საჭიროებას“, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

შეხვედრაზე თავიანთ გამოცდილებას გააზიარებენ ანა ჩაგელიშვილი და ნიკა ღვაბერიძე. ხოლო ღონისძიების მოდერატორია გიორგი ბურდული, ტექნოლოგიური სტარტაპი Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ანა ცხოვრობდა ლონდონში, დუბაიში, ბანგკოკში, ჰოჩიმინსა და სინგაპურში, სადაც უკვე ბოლო 5 წელია, ცხოვრობს. მან დაამთავრა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College London) მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხით. ანას უმუშავია ისეთ ინოვაციურ მულტიეროვნულ კორპორაციებში, როგორებიცაა Alibaba Group, Wise და Meta, რომლებიც ცნობილია თავიანთი სწრაფი ზრდითა და გამრღვევი ბიზნეს მოდელებით.

რაც შეეხება ნიკას, მას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საბანკო მიმართულებით — მათ შორისაა პროდუქტის განვითარება, სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, კომერცია და ბიზნესის განვითარება. ბოლო 5 წელია, Space International-ში საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებისთვის კომერციულ გუნდს მართავს. მთლიანობაში სხვადასხვა გუნდების და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების კოორდინაცია და საერთო მიზნებზე მუშაობა ნიკას მთავარი როლი და ღირებულებაა, რომელიც გუნდისთვის მოაქვს.

[R]

როცა თამაშის უკონტროლო ძალა სადღაც მიგაქანებს…

შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება – საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა