in ,

როგორ გავაკეთოთ პროდუქტის რეკლამა თავად ამ პროდუქტის ჩვენების გარეშე?

Volkswagen-ის გაკვეთილი 1990 წლის რეკლამიდან

Volkswagen-ის 1990 წლის ბეჭდური რეკლამა ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება სარეკლამო ინდუსტრიაში. ეს არის წინასაახალწლო კამპანია, რომელიც Volkswagen-ის პირველი სპორტული მანქანის, Corrado-ს, მიმართ ინტერესის გასაღვივებლად შეიქმნა. მისი იდეა მარტივია — სიჩქარის ვიზუალურად დრამატიზაცია. 

ეს მიღწეულ იქნა კლასიკური ანიმაციური ობიექტების ფოტოგრაფიული გამოსახვით, რომლებიც მოქნილად რეაგირებენ სწრაფად მოძრავი ობიექტის გავლაზე. სათაურიც შესაბამისადაა შერჩეული: „ქალბატონი დალმატინელთან ერთად, ხედი Volkswagen Corrado-ს ფანჯრიდან“.

იმ დროისათვის, სარეკლამო წესების გამო, იკრძალებოდა სიჩქარეს გადაჭარბებული მანქანის ჩვენება. აღნიშნულ რეკლამაში კი ყველაფერი წესების დაცვით იყო წარმოდგენილი — ვერავინ ხედავს სწრაფად მიმავალ მანქანას, არამედ სწრაფად მიმავალი მანქანიდან დანახულ სცენას. ეს ერთგვარი ინტრიგის გამაძლიერებელიც იყო, რადგან მომხმარებლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ გამოიყურებოდა თავად მანქანა.

მიუხედავად ასეთი ლოგიკისა და იმისა, რომ შემოთავაზებული კამპანია აშკარად ფანტასტიკური იყო, სააგენტოს ანგარიშის გუნდი ზარალში აღმოჩნდა. დღევანდელი გადმოსახედით, კამპანიის ავტორები ნამდვილად გაიმარჯვებდნენ, თუმცა 1990 წელს წააგეს… ვიზუალები ნატურმორტების ოსტატისა და გენიალური ლესტერ ბაკბინდერის მიერ შეიქმნა. იგი განთქმული იყო არა მხოლოდ მახვილი თვალით, არამედ პრობლემების გადაჭრისადმი მეცნიერული მიდგომით. ის სტუდიებშიც თეთრი ხალათით დადიოდა და მის გადასაღებ მოედანზე ყოველთვის სრული სიჩუმე იყო.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპიუტერულ მანიპულირებას ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი კამერაში გაკეთდა 10×8 დუიმიანი ფერის გამჭვირვალობის გამოყენებით. ამ ფოტოების შესაქმნელად ლესტერმა ოპტიკურად სრულყოფილი ამრეკლავი მასალის უზარმაზარი ნაჭერი ააგო.

საგულისხმოა, რომ ამ ორი ილუსტრაციის გარდა მესამე სიურრეალისტური რეკლამაც იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არასდროს უჩვენებიათ საზოგადოებისთვის. ეს იყო გიგანტური წითელი და თეთრი საგზაო კონუსი. როდესაც VW-მ სპორტული მანქანის გამოშვება გადაწყვიტა, ეს შესაფერისი მომენტი იყო უფრო ზუსრი, მხატვრული და თანამედროვე იერსახის შემუშავების დასაწყებად.

მართალია, ეს რეკლამები 30 წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ ისინი სულაც არ მოძველებულა. პირიქით, მათ მაგალითზე ბევრი საინტერესო ნიუანსის გათვალისწინება და მათი თანამედროვე რეკლამებში დანერგვა შეიძლება. თუნდაც იმ კუთხით, თუ როგორ გახდა შესაძლებელი პროდუქტის რეკლამის გაკეთება უშუალოდ მისი ჩვენების გარეშე — ეს მეტ კრეატიულობასა და ინტრიგას უხსნის გზას.

მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი ხდება!

სასარგებლო ინსტრუმენტები Facebook-ის ინტერაქციების მართვისა და მოდერაციისთვის