დაგჭირვებიათ ოდესმე ტექსტის ხელახლა წაკითხვა, რადგან თქვენს მახლობლად ვიღაც ძალიან ხმამაღლა საუბრობდა და კონცენტრირება გაგიჭირდათ? ან იქნებ მოლაპარაკე მეგობრის თანდასწრებით, ნაშრომის დაწერა გაგიჭირდათ. თუ თქვენ ყოფილხართ მსგავს სიტუაციებში, გეცოდინებათ, რომ ხმაურმა შეიძლება დიდად იმოქმედოს პერფორმანსზე.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დამაინტრიგებელი ხმა ადამიანის ხმაა. ეს განსაკუთრებით ჩანს სამუშაო სივრცეში: თუ თქვენი ოფისი სავსეა ხმამაღალი საუბრით, თქვენ ალბათ გაგიძნელდებათ შეასრულოთ იმდენი სამუშაო, რამდენიც შეგეძლოთ, უფრო სიმშვიდე რომ ყოფილიყო.
ხმაური ნამდვილად მოქმედებს პროდუქტიულობაზე და ზრდის თანამშრომლების სტრესს, არტერიულ წნევასა და გულისცემას. უფრო ადვილია ფოკუსირება, როდესაც გესმის საკუთარი აზრები ოფისის ხმებში. ხანდახან არჩევანი არ გაქვს – უხერხულ სივრცეში ხარ ჩარჩენილი და არაა გასაკვირი, რომ მოგვიანებით სახლში მოგიწევთ საქმის დასრულება.
როგორ შევინარჩუნოთ კონცენტრაცია, როცა ოფისში ხშირად ვაწყდებით ხმაურს?
ატარეთ ყურსასმენები
ყურსასმენები ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ადვილად ეშლებათ ხელი ხმაურისას. ყურსასმენი გეხმარებათ ჩაახშობეთ ფონური ხმაური და ფოკუსირდეთ. მუსიკის მოსმენაც გიშველით, ტკბილი მელოდიები რეალურად დაეხმარება გონებას დავალებების შესრულებაში. შექმენით თქვენთვის შესაფერისი ფლეილისტი და მოუსმინეთ მას, როდესაც ოფისში ხმაურია.
იპოვნეთ მშვიდი ოთახი
ხშირად, ღია სამუშაო ადგილების ხდება ხშირი საუბრების მიზეზი. ზოგჯერ პირადი სატელეფონო ზარების მოსმენაც კი გიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლო განლაგებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თანამშრომელთა ურთიერთობებს, მას ასევე შეუძლია შეაფერხოს პროდუქტიულობა. თუ თქვენ არ შეგიძლიათ საკმარისად ფოკუსირება თქვენი სამუშაოს შესასრულებლად, იქნებ, შეძლოთ იპოვნოთ მშვიდი სივრცე, სადაც კომპლექსური პროექტების დასრულებას შეძლებთ.
გარდა ამისა, დღის გარკვეული დრო შეიძლება იყოს უფრო ხმამაღალი. დაგეგმეთ თქვენი საქმეები, ოფისის დატვირთულობის მიხედვით. მიხედეთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მაშინ, როცა ხმაური ნაკლებია. თუკი რაღაც პერიოდში, ხმაური განსაკუთრებით ინტენსიურია, ეცადეთ განცალკევებული ადგილი ნახოთ.
დაყავით სამუშაოები თქვენი კონცენტრაციის საჭიროებიდან გამომდინარე
ხმაურიან ატმოსფეროში ყოფნის დროს, შეგიძლიათ ელ.ფოსტა დააგზავნოთ, ჩაუსხდეთ ტექნიკურ საკითხავს ან ვიდეოფროდაქშენს. ფოკუსირება მოახდინეთ ერთ დავალებაზე და მთელი თქვენი კონცენტრაცია ჩადეთ ამ ერთ ამოცანაში.
ხშირად, თანამშრომლები მრავალ ამოცანას ასრულებენ, რათა უფრო სწრაფად შეასრულონ საქმეები, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საკმარისად კონცენტრირდებით, გარე ხმაურის გარეშე. ამრიგად, ერთ ამოცანაზე ფოკუსირება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა.
შეაჩვიეთ ყური მაღალ ხმებს
ეს შეიძლება კონტრპროდუქტიულად ჩანდეს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხმამაღალი ხმაური გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე, არის ის, რომ ჩვენ ასე მიჩვეულები ვართ სიჩუმეს. გაატარეთ მეტი დრო ხმაურიან გარემოში. ადამიანების უმეტესობა თავს არიდებს ხმაურს, რომ იყოს უფრო პროდუქტიული, მაგრამ ეს ყოველთვის პრაქტიკული არ არის. ხმაურის შეჩვევისას, ცოტა ხანში, ეს სმენის ყურადღების გაფანტვა შესაძლოა თქვენთვის უხილავი გახდეს. ღირს ცადოთ, იქნებ, შეძლოთ შეამციროთ ხმაურიანი ოფისის გავლენა თქვენზე.
ჩაახშე ყურადღების გამფანტველი ხმაური სხვა ხმებით
ზოგჯერ, ძნელია ჩაახშო საუბრის ან მუსიკის ხმაური სხვა ხმაურით, მაგრამ მაინც ცადეთ უფრო მეტი ხმაურის დამატება.
დაჯექით ღია ფანჯრის მახლობლად, სადაც ისმის სატრანსპორტო ხმაური, ან საერთო სივრცეში მოთავსდით, ბევრ ხალხში, ისე, რომ მათი საუბარი ფონურ გაუგებარ ხმაურად იქცეს. ეს არის თეთრი ხმაურის გამოყენების მსგავსი კონცეფცია.
დაარეგულირეთ თქვენი სამუშაო გრაფიკი
თუ თქვენ საუკეთესოდ მუშაობთ ცარიელ ოფისში, იქნებ შესაძლებელი იყოს იმუშაოთ ჩვეულებრივი სამუშაო საათებისგან განსხვავებულ დროს? შეეცადეთ მიხვიდეთ ოფისში სხვებზე ადრე ან დარჩეთ სხვების წასვლის შემდეგ.
ადამიანების უმეტესობა დილით საუბრით დიდად არ გამოირჩევა, ასე რომ, არ ინერვიულოთ, თუკი სხვებიც მოვლენ ოფისში ადრე.
მოძებნეთ ალტერნატიული გამოსავალი
ხმაურის დარეგულირება მენეჯერების საქმეა. სწორედ მათ ეხებათ თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა. განიხილეთ საკითხი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, რადგან ყოველივე ეს, საერთო ჯამში, ისევ პროდუქტიულობასთან და თავად კომპანიის შედეგებთან მიდის. თუკი თავად ვერ ახერხებთ ოფისის ხმაურის შემცირებაზე გავლენის მოხდენას, ამ საკითხში ხელმძღვანელი ჩართეთ და აუხსენით, რომ ხმაურის პრობლემა არ არის პირადი, მაგრამ ხელს უშლის თქვენი პოტენციალის გამოვლენას.
წყარო: businessnewsdaily