13
Jul
2012

რა მოვიმოქმედოთ თუ ახალი პროდუქცია არ იყიდება

13 Jul 2012

Elit Electronics


თუ ახლახანს დაიწყეთ ბიზნესი და ხართ თქვენი საქმის კარგი მცონდე, ეს სულრაც არ ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი პროდუქტის გაყიდვაც იცით. მარკეტერის რჩევები “ნორჩ” მეწარმეებს

თქვენ პროდუქციას სჭირდება რეკლამა! თუ არავინ იცის მის შესახებ ვერავინ იყიდის, მაშინ დავიწყოთ.

სარეკლამოდ ყველაზე გავრცელებული წყაროებია:

გაზეთი

ჟურნალი

წიგნები

ტელევიზია

ინტერნეტი

გარე რეკლამა

პრომოაქცია

ჭორები

ახლა კი განვიხილოთ სათითაოდ

გაზეთი: შესაძლებელია თქვენი ბანერის განთავსება ან უბრალოდ ფლაერის “ჩატანება”გარდა ამისა განთავსებული რეკლამა შეიძლება ინტერვიუს სახითაც გავაკეთოთ, სადაც მომხმარებელს ყველა კითხვაზე ვუპასუხებთ.

ჟურნალები: ანალოგიურად გაზეთებისა იმ განსხვავებით, რომ გაზეთები უფრო ფართო მომხმარებელზეა გათვლილი, ხოლო ჟურნელებს რაც შეეხება, ისინი ძირითადად რაიმე კონკრეტულ თემატიკაზე გამოდის, აქედან გამომდინარე თქვენ მხოლოდ სწორი თემატიკის ჟურნალის არჩევა მოგიწევთ.

წიგნები: ვარიანტი I: შეგიძლიათ გამოუშვათ წიგნი ან ბუკლეტი. ვარიანტი II: მიიღოთ მონაწილეობა წიგნის გამოშვებაში. (საქართველოში ძირითადად ეს ძვირი სიამოვნებაა)

ტელევიზია:  დღესდღეობით ეს ერთ ერთი ყველაზე მომგებიანი წყაროა. რაც მთავარია რეკლამა სწორედ უნდა გავთვალოთ, “დავუმიზნოთ”. თქვენი სეგმენტის სატელევიზიო დროს მოარგოთ, არ გამოვიდეს ისე რომ, თქვენ არა ახალ პროდუქტს არამედ უკვე კარგად ნაცნობ ბრენდს გაუკეთეთ რეკლამირება.

რადიო: თითქმის იგივე რაც ტელევზია, ვიზუალის ნაკლები შესაძლებლობით. აქაც სწორედ უნდა გათვალოთ რადიოსადგური, დრო და თემა რომლის შემდეგაც თქვენი რეკლამა იქნება. პრობლემა რადიოების შემთხვევაში არის ის, რომ ძნელია მათი რეიტინგის განსაზღვრა, იგი ძირითადად მაინც სუბიექტურად დგება, მითუმეტეს საქართველოში.

ინტერნეტი:  აქ შესაძლოა მრავალი ხერხის გამოყენება, სოციალურ ქსელებში რეკლამირებით დაწყებული ელექტრონული ფოსტის გაგზავნით დამთავრებული.

რამოდენიმე ხერხი ინტერნეტ რეკლამირების:

1)      თემატურ ფორუმებზე აქტიურობა

2)      საიტებზე ფლეშ ბანერების განთავსება

3)      სოციალური ქსელების like და share ფუნქციების გამოყენება

გარე რეკლამა: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამირება,  მომსახურე პერსონალის მანქანებზე სტიკერების მიმაგრება.

პრომოაქცია:  ქუჩებში  ბუკლეტებსი დარიგება ან ანიმატორის დაყენება. (ანიმატორები ადვილად იქცევენ გამვლელთა ყურადღებას)

ჭორი: ყველაზე იაფი და ყველაზე მომგებიანი რეკლამირება. მისი სწორი მუშაობისთვის კარგი PR ჯგუფია საჭირო.

 

სამწუხაროდ ყველა ამ საშუალების სწორი შეფასებისთვის მხოლოდ რჩევები არაა საკმარისი, თქვენ თქვენი კომპანიას და პროდუქტს კარგად უნდა იცნობდეთ, გარდა ამისა ზუსტად უნდა იცოდეთ რა სეგმენტზე (მომხმარებელთა ჯგუფზე) გათვლილი რეკლამა გჭირდებათ. თუ გაქვთ მცირე ბიზნესი შეგიძლიათ კომენტარის სახით დაგვისვათ შეკითხვები და ვეცდებით დაგეხმაროთ



განხილვა

4 Responses

  1. zini says:

    gamarjoba, mainteresebs ra saxit sheidzleba cnobadoba gavuzardo pivis romelime saxeobas an aryis socialuri qselis meshveobit, tu raime rchevas momcemt dzalian damexmarebit

  2. ADmin says:

    გამარჯობა ზინი, ეს ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული. თუმცა კარგი იქნება თუ მის შესახებ გაავრცელებთ ინფორმაციას ტელევიზიებსა და რადიოებში, გარდა ამისა მნიშვნელოვანია პრომო აქციები, რათა ხალხმა დააგემოვნოს იგი, გაიცნოს და შეიყვაროს.რაც შეეხება სოციალურ ქსელში მის პოპულარიზაციას უამრავი მეთოდია, გათამაშებები, გვრდის შექმნა მეტი ინფორმირებისათვის და ა.შ

  3. zini says:

    didi madloba 🙂

  4. ირინა says:

    გამარჯობათ! ვაკეთებ ხელნაკეთ აქსესუარებს კერძოდ სამკაულებს, ძალიან ორიგინალურები და განსხვავებულებია.ბევრს მოსწონს კიდეც.თუმცა ისე მაინც ვერ ვყიდი როგორც მე მინდა.მე პროფესიით დიზაინერი ვარ,შესაბამისად ჩემი შექმნილი აქსესუარის ირგვლივ ყველაფერზე გამაჩნია პასუხი.მაგრამ მინდა ბევრად მეტი გავყიდო.მირჩიეთ რა გავაკეთო? მადლობა წინასწარ.

Leave a Reply

Your email address will not be published.