in

გაიზარდა თუ არა გაყიდვები ციკლონის მოლოდინში

4 და 5 სექტემბერს “დაანონსებული” ციკლონის გამო, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა.

სხვადასხვა სუპერმარკეტებში პურის, შაქრის და ა.შ. გაყიდვებმა დაახლოებით 10%–ით იმატა. “პუპულისა” და “იოლის” მარკეტინგის მენეჯერის ლადო ციმაკურიძის თქმით, სამომხმარებლო კალათის პროდუქტები  რამდენიმედღიანი უამინდობის დროსაც, კი უფრო აქტიურად იყიდება.

“ფრესკოში” ამბობენ, რომ ბოლო 3-4 დღის მანძილზე ასაწონ პროდუქტებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით, გაზრდილია. შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი  ჩვეულებრივზე, 5 000 ლარის ღირებულებით მეტი გაიყიდა. სუპერმარკეტების ამ ქსელში კი – 25%–ით მეტი მომხმარებელი იყო.

ციკლონი1მათივე თქმით, რთულია, ცალსახად, მხოლოდ მოსალოდნელ ციკლონს დაუკავშირონ პროდუქტების გაყიდვის ასეთი ზრდა.

შესაძლოა, ეს დამსვენებლების ქალაქში დაბრუნებას ან სხვა ფაქტორსაც უკავშირდებოდეს. თუმცა, ამბობენ, რომ მაჩვენებლები ასეთია და არც უამინდობის “როლს” გამორიცხავენ.

პროდუქტების მოთხოვნაზე ნაკლებად იქონია ციკლონმა გავლენა “გუდვილის” შემთვევაში. ზოგადად, სექტემბრიდან დაწყებული გაყიდვების მატებას უამინდობას აქ ნაკლებად უკავშირებენ და ამბობენ, რომ 4-5 სექტემბერს სხვაობა წინა დღეებთან შედარებით, თითქმის არ შეინიშნებოდა.

განსხვავებული ვითარება იყო “პოპულის” ქსელში. “პოპულისა” და “იოლის” მარკეტინგის მენეჯერი ლადო ციმაკურიძე ამბობს, რომ მათ ქსელში გაყიდვებმა დაახლოებით, 10%–ით იმატა. მოთხოვნა კი, ძირითადად, პირველადი მოხმარების საკვებზე: პურზე, შაქარზე და ა.შ. იყო.

“თბილისში ცვლილებები არ ყოფილა. რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოს, აქ პროდუქტებზე მოთხოვნამ მართლაც იმატა. ქუთაისსა და ბათუმში, სულ 4 მაღაზიაში სამომხმარებლო პროდუქტებზე იმაზე მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაშია ხოლმე. ცალსახად ვერ გეტყვით, რომ მოახლოებული ციკლონის ფაქტორი იყო მთავარი, თუმცა, ფაქტია, რომ იმ ორი დღის მანძილზე, როცა ამინდის გაუარესებას ელოდებოდნენ, დღის ბოლოსთვის გათვლილი მარაგიც კი მთლიანად გაიყიდა.

ზოგადად, მომხმარებლების ფსიქოლოგია ასეთია, ამინდის გაუარესების გამო, 2–3 დღის მარაგს ყოველთვის “აკეთებენ”.  ბუნებრივია არ უნდათ, რაიმეს დეფიციტი შეექმნათ. თბილისშიც ასეა, რამდენიმე დღიანი უამინდობის დროს მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს პირველადი მოხმარების საკვები  პროდუქტების მარაგი “გააკეთოს” და შესაბამისად, ჩვენთან გაყიდვები ყოველთვის იმატებს”.

ქართველ ტაქსის მძღოლებს ინგლისურს უფასოდ ასწავლიან

ვირტუალური შტორმი ლონდონში, ვისკის რეკლამისთვის