ოდესმე გქონიათ ბრწყინვალე პროდუქტის იდეა, მაგრამ არ იყავით დარწმუნებული, ვინმე იყიდდა თუ არა მას? თქვენ მარტო არ ხართ. ბევრი დამწყები მეწარმე თვლის, რომ პროდუქტის კვლევა რთული და ძვირადღირებული პროცესია, რომელიც მხოლოდ დიდი ბიუჯეტის მქონე დიდი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი.
მაგრამ გვაქვს კარგი ამბავიც – ეს არ არის სიმართლე და ეს სტატია ერთგვარი გზამკვლევი იქნება მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მოიკვლიოს პროდუქტი.
რა არის პროდუქტის კვლევა
მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტის კვლევა არის ინფორმაციის შეგროვების პროცესი იმის დასადგენად, აქვს თუ არა თქვენს იდეას წარმატების შანსი. ამ ნაბიჯის მიზანია დროისა და ფულის ინვესტირებამდე რამდენიმე კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა:
- ვის სჭირდება ეს პროდუქტი?
- მზად არიან თუ არა ადამიანები გადაიხადონ ამ პროდუქტში ფული?
- გვყავს თუ არა კონკურენტები და ვინ არიან ისინი?
- კონკურენტები არიან თუ არა თქვენზე უკეთესები?
ადრეული ძალისხმევის ჩადება ყველაზე ჭკვიანური გზაა, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება, რომ აღარაფერი ვთქვათ ფულის ფლანგვაზე.
როგორ გავიგოთ, კარგია თუ არა თქვენი პროდუქტის იდეა:
შესანიშნავი პროდუქტის იდეა, როგორც წესი, აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
- ის წყვეტს რეალურ პრობლემას
- „ყველა” არ არის მისი აუდიტორია და უნდა იცოდეთ, ვინ იქნება პოტენციური მყიდველი
- ხალხი უკვე ეძებდა თუ არა მსგავს პროდუქტს მანამდე – არსებული ინტერესი მოთხოვნის ძლიერი ნიშანია
- მას მოგების პოტენციალი აქვს
- შეგიძლიათ კონკურენტებს გაუსწროთ. არ არის აუცილებელი, რომ პირველი იყოთ, მაგრამ უნდა იყოთ განსხვავებული
პროდუქტის ვალიდაციის რეალური მაგალითები პრაქტიკაში
ქვემოთ მოცემულია ოთხი ცნობილი პროდუქტი: Calendly, Oura Ring, Notion და HelloFresh, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ აკმაყოფილებს თითოეული მათგანი ზემოთ ხსენებულ კრიტერიუმებს.
Calendly
Calendly არის შეხვედრების დაგეგმვის ინსტრუმენტი, რომელიც ინტეგრირდება თქვენს კალენდართან და საშუალებას აძლევს სხვებს, ერთი ბმულით დაჯავშნონ ხელმისაწვდომი დრო.
Oura Ring
Oura Ring არის ელეგანტური, ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც საათებისა და სამაჯურებისგან განსხვავებით, კომფორტულია ღამით სატარებლად – იდეალურია მათთვის, ვინც სერიოზულად ზრუნავს ძილის ოპტიმიზაციაზე.
Notion
Notion არის ყოვლისმომცველი სამუშაო სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩანაწერების გაკეთება, დავალებების მართვა და მონაცემთა ბაზების ორგანიზება.
HelloFresh
HelloFresh არის კერძების მიტანის სერვისი, რომელიც თქვენს კარამდე წინასწარ დაჭრილ ინგრედიენტებსა და მარტივ რეცეპტებს აგზავნის. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც სახლში სურს კერძების მომზადება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
როდის უნდა ჩატარდეს კვლევა: სამი ძირითადი ეტაპი
- შექმნამდე
- შექმნისას. თქვენ უზიარებთ ადრეულ ვერსიებს (პროტოტიპებს) პოტენციურ მომხმარებლებს, რათა მიიღოთ უკუკავშირი და ადრეულ ეტაპზე გამოასწოროთ პრობლემები
- გაშვების შემდეგ (მონიტორინგი და გაუმჯობესება). როგორც კი თქვენი პროდუქტი ამოქმედდება, თქვენ აგრძელებთ მომხმარებლების მოსმენას და ბაზრის დაკვირვებას გაუმჯობესების გზების მოსაძებნად.
მოკლე გამოკითხვის (5-7 კითხვა) შესაქმნელად გამოიყენეთ უფასო ინსტრუმენტი, როგორიცაა Google Forms. გააზიარეთ ის სხვადასხვა თემატურ ონლაინჯგუფში, დასვით კითხვები პრობლემასთან დაკავშირებით და მოისმინეთ გადაწყვეტის ვარიანტები გამოკითხულებისგან.
გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც თქვენი კვლევის ასისტენტი
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს, როგორიცაა Gemini და Claude, შეუძლიათ თქვენთან ერთად გააანალიზონ, შეაჯამონ და იდეების გენერირება მოახდინონ.
რა მოხდება, თუ კვლევა დაადგენს, რომ იდეაზე მოთხოვნა არ არის?
ეს გამარჯვებაა! ჩათვალეთ, რომ უბრალოდ დაზოგეთ თვეების ან წლების ფუჭი ძალისხმევა. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ მოთხოვნა არსებობს, მიჰყევით მის განხორციელებას და იფიქრეთ იმაზე, რომ უფრო ადვილია იყოთ საუკეთესო გადაწყვეტა მცირე, კონკრეტული ჯგუფისთვის, ვიდრე საშუალო დონის გადაწყვეტა ყველასთვის.











