in

იცოდით, რომ სხვების თანდასწრებით უფრო პროდუქტიულად მუშაობთ?

„ფიზიკური გაორმაგება“ ბავშვებში ნეიროდარღვევების სამკურნალო მეთოდია, რომელიც ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ

სხვა ადამიანებს დახმარების გაწევა თანადგომის პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლიათ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეს მხოლოდ თქვენ აკეთებთ და სხვა ამ სივრცეში უბრალოდ, უმოქმედოდ დგას, ის თქვენ მაინც გეხმარებათ. ამას „სხეულის გაორმაგება“ ეწოდება. ბავშვებში ADHD-ის  (ნეიროდარღვევა, რაც უყურადღებობას, იმპულსურობას, კონცეტრაციის ნაკლებობას შეიძლება იწვევდეს) სამკურნალოდ შექმნილი ეს მეთოდი, შეგვიძლია ეფექტური მუშაობის ტექნიკად გამოვიყენოთ.

„სხეულის გაორმაგების“ ტექნიკას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია, რაც უფრო ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ. ის ამცირებს იზოლაციის შეგრძნებას, ხელს უშლის გაჭიანურების სურვილს და ზრდის პასუხისმგებლობას. შესაძლოა, სამუშაო პროცესში ასე უფრო მეტი სიმშვიდეც იგრძნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მეგობარი მშვიდადაა. ამ მეთოდით მუშაობის უფრო ეფექტური გზების აღოჩენა, მხოლოდ და მხოლოდ სხვაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, „სხეულის გაორმაგება“ გეხმარებათ თავდაჯერებულობისა და კომპეტენციის გრძნობის ამაღლებაში, რადგან სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანი ტექნიკურად იქ იყო. დაბოლოს, ასე, შესაძლოა, მიაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე განზრახული გქონდათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ფიზიკურ გაორმაგებაში“ მაღალი სტანდარტების ადამიანი გეხმარებათ.

ჩამოთვლილი ეფექტები, რომ ყოველთვის და ყველა ადამიანის შემთხვევაში, ერთსა და იმავე შედეგს გვაძლევდეს, მარტო აღარავინ იმუშავებდა. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ – გთავაზობთ შემთხვევებს, როცა დუბლიორის გამოძახება მოგიხდებოდათ.

  • წინააღმდეგობა, რომელიც დავალების ან პროექტის დაწყებაში გიშლით ხელს – ან დასრულებას გირთულებთ
  • არ გაქვთ მუშაობის გაგრძელების ხალისი
  • მოუსვენრობა, რომელიც ხელს გიშლით ყურადღების გამახვილებასა და კონცენტრირებაში
  • ზედმეტი ფიქრი – გამოწვევებზე, დაბრკოლებებზე, წარუმატებლობებზე, გადაწყვეტილებებზე და ა. შ. 
  • მზად ხართ, თუმცა რაიმე სხვა მიზეზით არ იწყებთ საქმიანობას

თუ ზემოთ ჩამოთვლილი, რომელიმე ფაქტორი ხელს გიშლით, იყოთ უფრო პროდუქტიული, მაშინვე მეგობარს ნუ დაუძახებთ. შესაძლოა, სამუშაოს შესრულების ნაცვლად, ალკოჰოლის წრუპვასა და ძველი მოგონებების გახსენებას მოჰყვეთ. „სხეულის გაორმაგების“ სურვილის შემთხვევაში, ის განსაზღვრული ფორმით უნდა განახორციელოთ. ეს გახლავთ ერთგვარი პროცედურა, რომელიც შემდეგი 4 ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოთ:

დააწესეთ დროის შუალედი, როდესაც საქმეს სხვებთან ერთად გააკეთებთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ერთსა და იმავე ამოცანაზე მუშაობთ. შესაძლოა, თქვენ ბიზნეს-პროექტს წერდეთ, ის კი გაბრიელ გარსია მარკესის რეცენზიას – ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საქმეს საერთო ფიზიკურ ან ვირტუალურ სივრცეში აკეთებდეთ. 

განსაზღვრეთ სახელმძღვანელოები, რომელიც პროცესს თითოეული თქვენგანისთვის პოზიტიურს გახდის. მაგალითად:

  • შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთს სთხოვოთ რჩევა, დახმარება, რესურსების გაზიარება ან საუბარი?
  • თუ შეამჩნევთ ვინმეს ფოკუსის მოდუნებას, შეგიძლიათ თუ არა შემოუძახოთ?
  • როგორ იქცევით მაშინ თუ რაიმე გადაუდებელი ხდება?
  • როდის იქნება შესვენებები?
  • ჩუმად მუშაობთ თუ ნებადართულია თავაზიანი კომუნიკაცია?

დასაწყისშივე, აუცილებელია იმის გააზრება, რის მიღწევას ცდილობთ/აპირებთ და როგორ იგრძნობთ თავს ამ დროის შუალედში? 

და ბოლოს, თითეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს რას მიაღწია, როგორ გრძნობდა თავს და ღირს თუ არა იგივეს გამეორება შემდეგშიც?

წყარო: HBR



“ბოდიში, ყვავილები არ გვაქვს” — ქალი მხატვრების ჯგუფური გამოფენა

ელვისი ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს – მიწოდების სწრაფი და კომფორტული სერვისი