29
დეკ
2016

Prodware Group – ევროპაში Microsoft-ის წამყვანი პარტნიორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით, საქართველოში შემოდის

29 დეკ 2016

კომპანია Prodware, რომელიც სპეციალიზებულია ERP და CRM სისტემებზე, 1989 წელს დაარსდა და  დღესდღეობით 20 000 ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება.  Prodware Group -ი  Microsoft-ის წამყვანი პარტნიორია ევროპაში და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს IT გადაწყვეტილებებისა და ბიზნესისთვის პროგრამების ინსტალაციაში და მათ შემდგომ მართვაში. ის მსოფლიოს 14 ქვეყანაში ოპერირებს, 75-ში კი საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის მეშვეობითაა წარმოდგენილი – შედეგად, Prodware-ს აქვს შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს კომპანიების მისწრაფებას ზრდისკენ, როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

BOG PLUS

 

პროდვერ ჯორჯია  ჯგუფის ოფისი თბილისში 2014 წელს გაიხსნა და 3 წელი ის მხოლოდ ჯგუფის ევროპელ მომხმარებლებს ემსახურებოდა (Euronext, Michelin, Desmet Ballestra, Sakata, Lactalis, სხვა). 2017 წლიდან Prodware Group სთავაზობს კომპანიებს საქართველოში ERP სისტემების იმპლემენტაციას, ტრენინგსა და შემდგომი მხარდაჭერის მომსახურებას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:

www.prodware.ge  

www.facebook.com/prodware.ge

ან დაგვიკავშირდით : 032 2 880 870 

განხილვა