in

არქიტექტურული კონკურსი საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო იდეების გამოსავლენად

დეველოპერული პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“

არქიტექტურული კონკურსი ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, დეველოპერული პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს პროექტის მომზადებისათვის საუკეთესო იდეების, მიდგომებისა და წინადადების გამოსავლენად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც კერძო კომპანია აცხადებს იდეების კონკურსს, არა ერთ ობიექტზე, არამედ ახალი ქუჩის შექმნის კონცეფციაზე, სადაც ჟიური სრულად დაკომპლექტებულია დარგის პროფესიონალებით და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს დამკვეთი.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ისეთი იდეები და მიდგომები, რომელთა ფარგლებშიც, საპროექტო არეალი თავისი ფუნქციით, დიზაინითა და კონცეპტუალური გადაწყვეტით შექმნის მიმზიდველ და მყუდრო გარემოს როგორც დეველოპერული პროექტისთვის – „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, ასევე, იქცევა მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების გარემოდ, რომელიც ბუნებრივად იქნება ჩართული ქალაქის ქსოვილში.

საპროექტო ტერიტორიას წარმოადგენს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე დეველოპერული პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, რომელიც მოიცავს 62,215 კვ.მ მიწის ნაკვეთს. გენგეგმის მიხედვით უნივერსიტეტის ქუჩის მომიჯნავედ და მის პარალელურად დაგეგმილია არასაცხოვრებელი ზონის განვითარება.

კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტს შეარჩევს საკონკურსო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

  • ნიკა შავიშვილი – არქიტექტორი (ჟიურის თავმჯდომარე);
  • ირაკლი მურღულია – არქიტექტორი;
  • ანა ბიბილაშვილი – არქიტექტორი;
  • გიორგი ინასარიძე – არქიტექტორი;
  • რატი ჩომახიძე – არქიტექტორი;
  • მიშა ბალიაშვილი – არქიტექტორი.

ჟიური გადაწყვეტილების მიღებაში არის სრულიად დამოუკიდებელი, იგი თავისი შეხედულებისამებრ ადგენს საკონკურსო პროექტების შესაბამისობას და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს. კომპანია (დამკვეთი) არ მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებაში.

კონკურსში გამოვლინდება სამი საუკეთესო პროექტი და გამარჯვებულებისთვის დაწესებულია შემდეგი პრემიები:

  • პირველი პრემია – 20 000 ლარი;
  • მეორე პრემია – 15 000 ლარი;
  • მესამე პრემია – 10 000 ლარი.

კონკურსი არის ღია, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს და ორგანიზაციას.

საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბერი, 18:00.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ვებგვერდზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Model T, როგორც ჰენრი ფორდის ეპიკური პოემა

ჰაბლის ტელესკოპმა ორი გალაქტიკით შექმნილი ოპტიკური ილუზია დააფიქსირა