in

Profbeauty: 40 საერთაშორისო ბრენდის 8000 პროდუქტი, ექსკლუზიურად, ერთ პლატფორმაზე!

თქვენი რჩეული ბრენდების შეძენას ახლა ერთ სივრცეში შეძლებთ. Moroccanoil, Alfaparf, Curaprox, Marvis, Tepe, Brita, K18, Kemon, Milkshake, Yon ka, Sugarbearhair, orly და სხვა ბრენდების პროდუქტები ქართულ პლატფორმა Profbeauty-ზე შეგიძლიათ იხილოთ. უკვე 13 წელია, რაც Profbeauty ამ საერთაშორისო სავაჭრო მარკებს წარმოადგენს საქართველოში და ქართველ თუ უცხოელ მომხმარებელს 40 წამყვანი საერთაშორისო ბრენდის 8000 დასახელების პროდუქტის შეძენის საშუალებას აძლევს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანია ონლაინ სივრცეშიც გამოჩნდა და მის ციფრულ პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია და ბიუთი პროდუქტების სრულ სპექტრს მოიცავს. დეტალებზე კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი თამთა ბარძემიშვილი გვესაუბრა.

M: რა კრიტერიუმებით არჩევთ იმ ბრენდებს, რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენლებიც ხართ საქართველოში?

კომპანიის მთავარი მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს თმის, კანის, ფრჩხილის, პირის ღუს მოვლის, Lifestyle და ვიტამინების უმაღლესი კლასის ბრენდები, რომლებმაც დიდი ხანია ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. პროფესიონალური მოვლის საშუალებების საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ყველა ბრენდი უნდა იყოს აქტუალური, მოთხოვნადი და რაც მთავარია, ერგებოდეს არსებული თუ პოტენციური მომხარებლის სურვილებსა და გემოვნებას.

M: ვებგვერდის შექმნამდე როგორც უწევდით ექსკლუზიურ პროდუქტებს რეალიზაციას?

დაარსების პირველ ეტაპზე, კომპანიის საქმიანობა მოიცავდა ათობით ობიექტთან თანამშრომლობას, პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, თუმცა დღესდღეობით, Profbeauty საქართველოს მასშტაბით პროდუქციას აწვდის 1300-ზე მეტ სალონს, კლინიკას, მაღაზიასა და სააფთიაქო ქსელს. შესაბამისად, ჩვენს ბრენდებს მომხარებელი უამრავი ობიექტში ხედავდა და ხედავს დღემდე. დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტეთ, უშუალოდ Profbeauty-ის სახელით დაგვეწყო დამოუკიდებელი პოზიციონირება ბაზარზე და სადისტრიბუციო საქმიანობასთან ერთად ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც მოგვესინჯა ძალები

M: ონლაინ პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება რით იყო განპირობებული?

ეს გადაწყვეტილება მომხმარებლის მხრიდან უდიდესმა ინტერესმა განაპირობა. ვხედავდით, რამდენად დიდი პოტენციალი შეიძლებოდა ჰქონოდა კომპანიას, რომლის პროდუქცია უყვართ და სწორად აფასებენ მის ხარისხს. და მართლაც, მას შემდეგ, რაც საცალო ბაზარზე გამოვჩნდით, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მომხმარებლის მხრიდან მიღებული ინტერესი, მათთან კომუნიკაციაში გადაიზარდა, შევიძინეთ კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი, რამაც მოგვცა სტიმული, რომ უფრო დაგვეხვეწა ჩვენი e-commerce პლატფორმა. 2 წლის განმავლობაში, ჩვენი ვებგვერდის ფორმით არსებობდა, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ სიახლეების დრო დადგა. მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა გაუმჯობესებული, გაცილებით კონკურენტუნარიანი დიზაინის საიტი, რომელზეც Profbeauty-ის გუნდმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად თითქმის ერთი წელი იმუშავა.

M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით დააპროექტეთ ვებპლატფორმა?

როდესაც საიტზე მუშაობას შევუდექით, პირველივე დღიდან ვიცოდით, რა იყო ჩვენი მთავარი მიზანი შეგვექმნა საინტერესო დიზიანის, მარტივად ადაპტირებადი ონლაინ სივრცე. უპირველეს ყოვლისა გვსურდა, ჩვენი ვებგვერდი ყოფილიყო მომხარებელზე ორიენტირებული, მათ კომფორტულად შეძლებოდათ შოპინგი და საინტერესო ინფორმაციის მიღება, როგორც ჩვენი ბრენდების, ისე ზოგადად თავის მოვლის წესებისა და ტენდენციების შესახებ. ბოლომდე შევინარჩუნეთ დასახული კურსი და საბოლოოდ მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ზუსტად ასახავს, როგორც Profbeauty-ის გუნდის სულისკვეთებას, ისე კომპანიის სტანდარტს  ყველა სივრცეში ბოლომდე იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული.

M: ახლა, როდესაც ვებგვერდი უკვე გამოჩნდა ონლაინ სივრცეში, რას შეცვლის ეს მომხმარებლისთვის?

ამ პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე ვცდილობდით, არ დაგვვიწყდებოდა, რომ თითოეული დეტალისთვის შეგვხედა მომხმარებლის თვალით. 3 წლის განმავლობაში, Profbeauty-ის მომხმარებლებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ ცხადად დაგვანახა რა მოსწონს, რა არ მოსწონს და რაზე რეაგირებს ჩვენი აუდიტორია.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გუნდი ახალი ძალებით გამოჩნდა განახლებულ ონლაინ პლათფორმაზე. თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის უდიდესი მოტივაციაა, იყოს მუდმივად განვითარებადი კომპანიის ნაწილი და ხედავდეს იმ შრომის შედეგს, რომელსაც ყოველდღიურად გასწევს, ამ შედეგს კი კმაყოფილი მომხმარებლის სიმრავლე განაპირობებს.

თავად მომხმარებელი კი ჩვენგან მუდმივად იღებს კომპეტენტური ადამიანების რჩევებს, საინტერესო და განახლებად ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოვუაროთ თავს სწორად და რაც მთავარია, ჩვენთან მუდმივად შეხვდება უამრავ სიახლესა და შეთავაზებას. შედეგად ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ორმხრივია – მომხმარებელი ბევრს სწავლობს ჩვენგან ისევე, როგორც ჩვენ – მათგან.

M: რა გეგმები გაქვთ პროდუქტის ასორტიმენტთან დაკავშირებით?

ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია. 2022 წელი ჩვენთვის გამორჩეულია, რადგან ახალი ვებგვერდის ჩაშვებასთან ერთად, დავაანონსებთ ახალი ბრენდების სიას, რომელიც მალე დაემატება Profbeauty-ის და ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ერთგული მომხმარებელსათვის. ამ ბრენდებს შორის შეხვდებით ისეთებსაც, რომლებსაც ყველა დიდი ხანია იცნობს და დარწმუნებულები ვართ, მოუთმენლადაც ელოდებიან მათ ბაზარზე გამოჩენას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ყოველთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არასოდეს ვკარგავთ აქტუალობას, რამაც მოიყვანა კიდეც 12 წლის წინ დაწყებული ბიზნესი დღემდე და განავითარა.

M: როგორ გეგმავთ პროფბიუთის სამომავლო განვითარებას, მომხმარებლისთვის შოპინგის გამოცდილების გასაუმჯობესებლად?

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გარდა სადისტრიბუციო და რითეილ წარმომადგნელობისა, Profbeauty-ის გუნდი მრავალ სასარგებლო პროექტშია ჩართული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პარტნიორი ბრენდებისგან, რომელთაც ევროპასა და ამერიკაში არსებობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ვიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას. ყოველთვის ვცდილობთ ჩავერთოთ მათ ინფორმაციულ ტრენინგებსა და სემინარებში, მიღებული ცოდნა კი მოვარგოთ ქართულ ბაზარს. ამასთან, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორი სტილისტებისა, მანიკურის სპეციალისტების, კოსმეტოლოგების, სტომაყოლოგების და ექიმების კარიერულ განვითარებაზე; მათ წელიწადში რამდენჯერმე ვუშვებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილებისა და კომპეტენციის ასამაღლებლად კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, გამოფენებსა და სასწავლო სემიანრებზე, ამ ტიპის სემინარები ტარდება საქართველოშიც, მოწვეული პროფესიონალების მიერ ან ონლაინ პლატფორმების საშუალებით

ასეთი თანამშრომლობა მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან საჭირო და სასარგებლოა, რადგან ეს პირდაპირ აისახება მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების გაუმჯობესებაზე.

[R]

თბილისში აისეკ საქართველოს ორგანიზებით მასშტაბური დასაქმების ფორუმი – NETWORK-ER ჩატარდება

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს