in

გადაშენების პირას მყოფი პროფესიები AI-ს ეპოქაში

დღეს ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროცესები, რომლებიც ადრე ადამიანისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, დღეს წამებში სრულდება ალგორითმების მიერ. იმისათვის, რომ ფეხი აუწყო ამ სწრაფ ცვლილებებს და არ აღმოჩნდე ჩანაცვლებულთა სიაში, აუცილებელია მუდმივი განვითარება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაეუფლო ისეთ უნარებს, რომლებიც მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანს გაგხდის.

AI-ს გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია მონაცემთა დამუშავების, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და რუტინული ადმინისტრაციული დავალებების სფეროში. ჩატბოტები და ავტომატიზებული სისტემები დღეს უფრო სწრაფად და 24/7-ზე რეჟიმში ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რასაც ადრე მთელი განყოფილებები სჭირდებოდა.

თუ გსურს, შენი კარიერა დაცული იყოს ტექნოლოგიური ჩანაცვლებისგან, დროა დაიწყო ზრუნვა ახალი, მოთხოვნადი უნარების ათვისებაზე.

რომელი პროფესიებია დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე

AI-სა და პროცესების ავტომატიზაციის ტალღა, პირველ რიგში, ეხება იმ სპეციალისტებს, რომელთა საქმიანობა რუტინულ და განმეორებად ქმედებებს ეფუძნება. მონაცემთა შემყვანი ოპერატორები, ბანკის მოლარეები, ტელემარკეტერები და საწყობის თანამშრომლები უკვე აქტიურად ნაცვლდებიან რობოტული სისტემებით.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება საფრთხეს უქმნის, ასევე, უფრო კომპლექსურ პოზიციებსაც, როგორიცაა ტექნიკური თარგმნა, საბაზისო დიზაინი ან მარტივი პროგრამული კოდის წერა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) Future of Jobs Report 2025-ის მიხედვით, 2030 წლამდე მსოფლიოში დაახლოებით 92 მილიონი სამუშაო ადგილი შეიძლება გაქრეს ავტომატიზაციისა და AI-ს გავლენით, თუმცა, პარალელურად, შეიქმნება დაახლოებით 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. შედეგად, შრომის ბაზარი მთლიანობაში შემცირების ნაცვლად ტრანსფორმაციას განიცდის.

კვლევის მიხედვით:

  • დამსაქმებელთა 41% გეგმავს სამუშაო ძალის შემცირებას AI-ს მიერ გარკვეული ამოცანების ავტომატიზაციის გამო;
  • 77% კი თანამშრომლების გადამზადებასა და ახალი უნარების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს;
  • ყველაზე სწრაფად მზარდ უნარებად სახელდება AI, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება, მაგრამ ასევე – კრეატიული აზროვნება, ლიდერობა და ანალიტიკური უნარები.

გახსოვდეს! ტექნოლოგია არა მხოლოდ ანაცვლებს ძველ პროფესიებს, არამედ ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებსაც, რომელთა მართვაც ისევ ადამიანს მოუწევს.

მომავლის ეკონომიკაში გადარჩება ისეთი პროფესიები, რომლებიც მოითხოვს:

  • კრეატიულობას
  • ემოციურ ინტელექტს
  • კრიტიკულ აზროვნებას
  • სტრატეგიულ დაგეგმვას
  • ადამიანებთან კომუნიკაციას

ეს არის თვისებები, რომელთა სრულყოფილი იმიტირება მანქანებს ჯერ კიდევ უჭირთ.

ასე რომ, აღარ დაელოდები ცვლილებებს პასიურად. გახდი იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მომავალს ქმნის. დღეს სწორი არჩევანის გაკეთება შენი სტაბილური მომავლის გარანტიაა.

როგორ უნდა მოემზადო მომავლისთვის

ყველასთვის ნათელია, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია გარდაუვალია, თუმცა ის საფრთხე კი არა, ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მზად არის უწყვეტი სწავლისთვის.

ძველი პროფესიების გაქრობა გზას უთმობს ბევრად უფრო საინტერესო, შემოქმედებით და მაღალანაზღაურებად პოზიციებს ტექნოლოგიურ და კრეატიულ სექტორში. მთავარია, არ შეგეშინდეს სიახლეების და დროულად მოახდინო შენი უნარების ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან.

დღეს წარმატებას აღწევს არა ის, ვინც მხოლოდ დიპლომს ფლობს, არამედ ის, ვინც მუდმივად სწავლობს და ვითარდება. ამ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი განათლების არჩევანია. IT აკადემია STEP სწორედ იმ უნარებზეა ორიენტირებული, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე რეალურად მოთხოვნადია – პრაქტიკული გამოცდილება, ტექნოლოგიური ცოდნა და მომავლის პროფესიები. მომავალი ეკუთვნის მას, ვინც ცვლილებებს არ გაურბის – არამედ თავად ხდება ამ ცვლილებების ნაწილი.

[პარტნიორის კონტენტი]

SMH Sports-ის მხარდაჭერით, ლევან ჩოხელი Adjarabet-ის ბრენდ ამბასადორი გახდა

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით – მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება